image

თემა: სინანული

შორს არის სინანულის დგე. როდემდე მოველოდეთ მას, ან როდი ვიმედოვნებდე მის მოსვლას? ვშიშობ, ვაითუ სიკვდილმა მოგიტაცოს და ვეგარ აგასრულო ის სიქველე, რასაც განიზრახავ და რისთვისაც ემზადები, ახლავე იმოქმედე, ამ საათსვე ისწრაფე და აგასრულე. თუ სიკეთის გულისსიტყვა დაიბადება შენს გულში, ნუ დაიდძინებ, სანამ მის აღსრულებას არ შეუდგები, რდგან შენი ცხოვრების დგეთა სიმრავლე შენზე არ არის დამოკიდებული და არც მათი რიცხვი იცი. არ იცი როდის მოიწევა შენი სიკვდილი, და ვინ იცის, ეგებ უკვე მოგადგა კიდეც კარზე. რათომ ახლავე არ შეუდგები სიკეთის ქმნას? შენ ხომ არ იცი, რა გემართება ამაგამ? ისწრაფე სანამ წაქცეულხარ, გაიქეცი, რომ არ დაგეწიონ , აჩქარდი, რათა საპყრობილეში არ ჩაგაგდონ. ამ დრომდე ემზადები და, ჩვეულებისამებრ, სინანულს იქადი, სინამდვილეში კიროდის მოიცლი? მოდი, ზგვარი დაუდე სიკვდილს, ჟამი განუჩინ ე და უბრძანე, ახლოს არ მოგეკაროს მანამ, სანამ შენ თვითონ არ მიუვლენ ვისმე და მოუხმობ. უთხარი სიკვდილს, არ მოგეახლოს, ვიდრე შენ თვითონ არ უბრძანებ! ალბათ ფიქრობ, რომ ცოდვით გაძგებ ი და როცა დაბერდები, მაშინ ინებებ სინანულს, შეინანებ და სიკვდილს მაშინღა მოუწოდებ. და თუ შენი ნებართვის გარეშე მოვა, ნუ წაჰყვები და ნურარად შერაცხავ მას. თუ ამის შემძლე ხარ, მაშინ მეც არ გაჩქარებ სინანულს. მაგრამ ჩეშმარითად იცოდე, სიკვდილი შენს სიტყვებს არ შეიწყნარებს და არც შენი შეძლებისა და ძალაუფლებისა ეშინია; არც შენი ჭაბუკური მშვენიერების გამო აყოვნებს და არც შენს ბავშვობას ერიდება; არც შენს სპეტაკ ჭაღარას სცემს პატივს; არც მდიდარი აძრწუნებს, არც გლახაკის ვედრება ესმის და არც შენს სიტყვებს დაიჯერებს, რადგან მრავალგზის აღუთქვი სინანული და შენს აღთქმას უღალატე. აქამომდე არ შესდგომიხარ სინანულს და ვაითუ, შესაძლებლად არც მიგაჩნია მონანიება. როდის იწყებ, როდის შეუდგები, არ ვიცი. აი ყოველდღე იქადი და ემზადები სინანულისთვის, სინამდვილეში კი არ ინანიებ. ამიერიდან დააცხრე სინანულით ქადილი, მიატოვე მომზადება და სინამდვილეში მოინანიე. იხილე და მისწვდი გონებით, რა მხურვალედ ისწრაფიან დღეები და ღამეები და შეუჩერებლად აღასრულებენ თავიანთ "საქმეს"; არც იქადიან, არც ემზადებიან თავიანთი საქმის აღსრულებისთვის, არამედ დუმილით აღასრულებენ მათთვის განწესებულს. თუ მზე ნათელს აღგვითქვამს მხოლოდ და სინამდვილეში არ მოგვფენს ნათელს, მხოლოდ ქადილი მისი ვერ განანათლებს წუთისოფელს. და თუკი ცისკარი ამობრწყინებას აღგვითქვამს და არ ამობრწყინდება, რა უნდა ვქნათ: ღამის სიბნელე არ განგვეშორება ჩვენ მანამ, ვიდრე ცისკარი არ ამობრწყინდება
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები