ეგრეთუე მონაზონთა მიმართ ვიტყვი მე უღირსი: ანუ მკუდარი უნდა იყოს სოფლისა ნივთთაგან და ანუ ცხოველი,

ეგრეთუე მონაზონთა მიმართ ვიტყვი მე უღირსი: ანუ მკუდარი უნდა იყოს სოფლისა ნივთთაგან და ანუ ცხოველი, და მონაზონების სახე არ უნდა ემოსოს, რათგან სოფლისა ნივთისათვის ცხოველი არის; თორემ, როგორც ზემო ვსთქუ, საკიცხელი რამე იქმნება. მაგალითი მოვიცოთ, თუ როგორ საკიცხველი არის. ცხოველმან კაცმან მკუდრის სამოსელი სუდარი რომ შთაიცუას და ერთა შორის იარებოდეს, ერისაგან საკიცხელი რამე იქმნება თუ არა? ეგრეთუე მონაზონების სამოსელი ნივთიერის სოფლისაგან მკუდრის მონაზონის სამოსელი არის, და თუ შენ ნივთიურის სოფლისათვის ცხოველი ხარ და მონაზონების მოკუდავების სამოსელი გაცვია ერთა შორის ღვთისათა, ესე იგი ანგელოზთა და წმიდათა კაცთა შორის, საკიცხელი იქმნები. თუ ჭეშმარიტებით მონაზონების სიკუდილი მიიღე, როგორც მკუდარს დაყროლებულს არა ესმის რა, არც შენ სხვისის სოფლიურის ვისიმე არა რაიმე სულის მავნებელი არ უნდა გესმოდეს.
 
3