image

თემა: სიმდიდრე

სიმდიდრე აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის - აი, კეთილმოჩვენებითი მიზეზი მომხვეჭელთათვის. ნუთუ შენ, როცა მამობა გსურდა, შენს ლოცვებში ასე ამბობდი: "მომეცი უფალო შვილები, რათა დავარღვიო მცნებანი შენნი, მომეცი შვილები, რათა ვერ დავიმკვიდრო სასუფეველი?" გახსოვდეს აგრეთვე, რომ სიმდიდრე მრავალთათვის თავაშვებულობისა და გარყვნილების მიზეზი გამხდარა. მაშ გაფრთხილდი, მძიმე შრომით მოპოვებული სიმდიდრით შენს შვილებს ცოდვების წინა პირობა არ შეუქმნა და ამის გამო ორმაგი სასჯელი არ მოიწიო - თვით შენ რომ უმართებულოდ იქცეოდი და სხვებსაც რომ შეუწყვე ხელი მსგავსი საქციელისთვის
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები