ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
ჯოჯოხეთი
მმოვედით და აღრიცხეთ რიცხვათა გულთა თქვენთა წელიწადნი ათნი, და ათსა შეუდგინე სხვა ოცი და ოცსა
მმოვედით და აღრიცხეთ რიცხვათა გულთა თქვენთა წელიწადნი ათნი, და ათსა შეუდგინე სხვა ოცი და ოცსა შესძინე ორმოცდაათი. კვალად გარდაუმატე ასი და შემდგომად მოკლედ დასთვალე: ათი, ოცი, ორმოცდაათი და ასი. ხოლო ჯოჯოხეთსა შინა შესრულისა ტანჯვათა რიცხვი უთვალავ არს და მოულეველ.
გულისხმა ყავ: თუცა ასი ათაათა წელიწადთა შინა ერთგზის მოვიდოდეს ჯინჭველი ერთი და ზღვისგან შესმიდეს წვეთსა ერთსა წყალსა, მრავალგზის ერთისა მის წვეთია შესმითა აღილევის. და თუცა ჯოჯოხეთსა შეხვედით, მისისა სატანჯველისაგან გამოხსნა არაოდეს დაესრულების.
განიხილე კეთილად: უკეთუ ქვეყანა ვიდრე ცადმდე ღომითა აღსავსე იყოს და ათი ათასთა წელიწადთა შინა სირი ერთგზის ერთსა მარცვალსა შესჭამდეს, აღირიცხე: რაოდენგზის ერთსა მარცვალსა შესჭამდეს, აღირიცხე: რაოდენგზის ათი ათასი წელი გამოჰხდეს მის ღომისა შეჭმამდე? იგი ღომიცა აღილევის, ხოლო ჯოჯოხეთისა სატანჯველი არაოდეს დაილევის.
გესმეს ესეცა: ყოველნი ზღვანი რომე განხმელ იყოს და არცა წვეთი წყალი დგეს, მოვიდეს კაცი ვინმე, დადგეს კიდურსა მას ნაზღვავთასა, ათი ათასთა წელიწადთა შინა თვითოთა ცრემლთა შთააგდებდეს ზღვისა მის აღვსებადმდე, რაოდენნი ბევრნი წელნი გამოჰხდენ? იგი ზრვისა ადგილი ცრემლითა აღივსების და თუცა ჯოჯოხეთსა შინა შეხვალ, გამოსვლა აღარ იქმნების.

|