ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე(აბაშიძე)
თემა: სინანული
სინანულის სწორი განწყობა შეიძლება ვისწავლოთ, ასე ვთქვათ, "ხელიდან ხელში" , რაც ნიშნავს, ვიპოვოთ თავმდაბალი მოძღვარი, რომელსაც თავად ექნება შემუსვრილი და მონანული სული და ჩვენი ღატაკი სულისთვის პირდაპირ მისგან გადმოვიღოთ ეს ღრმა, მაცხონებელი, განმაცხოველებელი სულთქმა და სიხარულით აღსავსე სასოება უფლის გამოუთქმელი გულმოწყალების მიმართ. თუ ვერ შევხვდებით ასეთ მასწავლებელს, შეიძლება ეს სწორი განწყობა სინანულისა ვისწავლოთ ეკლესიის წმინდა მამათა გულდასმით კითხვით, განსაკუთრებით ვეცადოთ, მათგან გადმოვიღოთ საკუთარ თავზე უაღრესი თავმდაბლობით დაკვირვების ეს ხელოვნება, უკიდურესი უნდობლობა საკუთარი თავისადმი, ყველაფერში ფრთხილი დამოკიდებულება საკუთარი სულის ყველა მოძრაობისა და გრძნობის მიმართ, მუდმივი თვითშერისხვა, საკუთარ თავზე შინაგანი გლოვა, პირადი უღირსების გრძნობა, ღმრთისგან შორს ყოფნის შეგნება, ამა სოფლად მწირობა.