image

თემა: სიმდიდრე

ნუ შევნატრით მდიდრებს და ზევიდან ნუ დავყურებთ ღარიბებს, რამეთუ სიმდიდრეც და სიღარიბეც ზოგჯერ ღმერთისგანაა, ზოგჯერ - არა. არაფრის მაქნისნი არ არიან ის მდიდრები, რომლებმაც ასეთი ხერხებით (მკვლელობებით, მიტაცებით) გაიმდიდრეს თავი; ხოლო ღმერთისაგან გამდიდრებულები კი მეტად დიდი სარგებლის მომტანნი არიან. ეს შეიძლება შევიტყოთ თვით მათი საქმეებიდან. აბრაამი თავისი სიმდიდრით ყველა მწირსა და გაჭირვებულს შეეწეოდა.
    ასეთი იყო ნეტარი იობი. და იქნებ დააკვირდე იმათ, ვინც ღმრთისა მიერ არ არის გამდიდრებული და ნახო, როგორ მოიხმარს საკუთარ სიმდიდრეს? შეხედე მდიდარს, რომელსაც ლაზარე ახსენებს, ვინც ნამცეცსაც კი არ გაიმეტებდა სხვისთვის; შეხედე აქაბს, რომელმაც სხვისი ვენახი მიისაკუთრა, შეხედე გიეზიოსს, შეხედე ყველა ასეთ ადამიანს. ის, ვინც სიმართლით მოიხვეჭს სიმდიდრეს, მიიღებს რა მას ღმერთისგან, მოიხმარს ღმრთის მცნებების თანახმად. ხოლო ის, ვინც ღმერთს შეურაცხყოფს სიმდიდრის მოპოვებისას, იმავეს აკეთებს მისი ხარჯვისას, ფლანგავს მას მეძავებსა და ამფსონებში, ანდ ამიწაში ფლავს, ან შინ გამოკეტავს, და ღარიბ-ღატაკს კაპიკსაც არ უწილადებს. მაშ, რატომ უშვებს ღმერთი - იკითხავ, ასეთი ადამიანების გამდიდრებას? იმიტომ, რომ იგი მრავლისმომთმენია და სურს სინანული აღძრას ჩვენში. იმიტომ, რომ მოამზადა გეენია და დანიშნა დღე, როდესაც სამყაროს განსჯის. ის რომ მაშინვე სჯიდეს უსამართლო გზით გამდიდრებულთ, ზაქეს არ ექნებოდა დრო მოსანანიებლად და ვერ შეძლებდა ოთხჯერ უფრო მეტის დაბრუნებას (საკუთარი ქონების ნახევრის დამატებით), ვიდრე მიიტაცა, მათე ვერ შეძლებდა შეცვლას და მოციქულად ქცევას, რომ არ ჰქონოდა სათანადო დრო; და ასევე, მრავალი მათი მსგავსი. ამიტომ ღმერთი დიდხანს ითმენს და სინანულისკენ მოგვიწოდებს. ხოლო ვინც არ შეინანებს და იმავეს გააგრძელებს, მოციქული პავლე შეახსენებს: ... სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულობისა ღმრთისასა" (რომ. 2,5).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები