ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიმდიდრე
დაე, მოვიძულოთ ფული და დიდება. ის, ვინც განთაივსუფლდა ამ ვნებისგან, ყველა ადამიანზე მეტად თავისუფალი და ყველა მდიდარზე უფრო მდიდარია. ვერ ხედავ განა, რამდენი ბოროტება ხდება ფულის გამო? არ ვამბობ, რამდენი რამ ხდება მომხვეჭელობის გამო, არამედ - ფულისადმი ტრფიალის გამო. ასე მაგალითად, ვიღაცამ დაკარგა ფული - და აი, ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომელიც სიკვდილზე უარესია