image

თემა: განუწყვეტელი ლოცვა

წმ. მოციქული პავლე გვამცნობს: "მოუკლებლ;ად ილოცევდით" (I თეს. 5, 17), ასევე სხვა ეპისპოლეებშიც მცნებას გვაძლევს: "განკრძალულ იყვენით" (რომ. 12, 12), და "ლოცვასა განეკრძალენით და იღვიძებდით მას შინა" (კოლ. 4, 2), "ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა" (ეფეს. 6, 18). მოუკლებელი და მოუწყინებელი ლოცვის შესახებ თავად გვასწავლის მაცხოვარი იგავში ქვრივის შესახებ, როდესაც ქვრივმა დედაკაცმა მოუწყინებელი ვედრებით გული მოულბო უსამართლო მსაჯულს (ლუკა 18, 1 და სხვა). ე.ი. უწყვეტი ლოცვა შემთხვევით როდი გადმიგვეცა, ის ქრისტიანული სულის განუყოფელი თვისებაა.
    მოციქულის თქმით, ქრისტიანის ცხოვრება "დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3,3) და გრძნობით და ყურადღებით ღმერთში უნდა იმყოფებოდეს, განუშორებლად, რაც ნიშნავს კიდეც უწყვეტ ლოცვას. მეორე მხრივ, თითოეული ქრისტიანი "ტაძარია ღმრთისა", ვისშიც "დამკვიდრებულ არს სული ღმრთისა" (I კორ. 3, 16; 6, 19; 8, 9). ეს "სული" ჩვენშია, ყოველთვის ჩვენთვის შუამდგომელობს, "მეოხ არს ჩუენთვის სულთქმითა მით უსიტყუელითა" (რომ. 8, 26) და გვასწავლის მოუკლებელ ლოცვას.
    ღვთის მადლის პირველივე ზემოქმედება ღმრთისაკენ მოქცეული ცოდვილის მიმართ მჟღავნდება მისი გონებისა და გულის ღვთისაკენ მისწრაფებაში. ხოლო აღსარებისა და ცხოვრების ღვთისადმი 9მიძღვნის შემდეგ, გარედან მოქმედი ღვთის მადლი, საიდუმლოებების ძალით გადმოდის და ივანებს მასში. გონებისა და გულის ღვთისაკენ მისწრაფება კი უცვლელი და მუდმივი ხდება, რაც არის კიდეც ლოცვის დანიშნულება. ეს თავს იჩვენს სხვადასხვა ხარისხით და როგორც ყველანაირი ნიჭი, საჭიროებს განხურვებას და განცხოველებას (II ტიმ. 1, 6). სიმხურვალე კი მას თავისივე მსგავსით ემატება; ანუ ეს ხდება ლოცვაში შრომით და საეკლესიო მსახურებაზე მოთმინების მქონე, სწორი, მიზანდასახული დგომით. მუდმივად ილოცე, იშრომე ლოცვაში და მოიპოვებ მოუკლებელ ლოცვას, რომელიც დაძაბვის გარეშე, გულში თავისთავად ამოქმედდება. ყევლასტვის ცხადი უნდა იყოს, რომ მოციქულის სწავლება არ გულისხმობს დადგენილ საათებში დადგენილი ლოცვების აღსრულებას, არამედ მოითხოვს ღვთის წინაშე მუდმივ დგომას, ყოველგვარი სამის მისდამი მიძღვნას და გონების მეშვეობით მის მხურვალე მოხმობას, რომელიც ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფია. მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი თავისი გამოვლინებებით, ლოცვით უნდა იყოს განმსჭვალული. მისი საიდუმლო ღვთის სიყვარულშია. როგორც სიძეზე შეყვარებულ სძალს, მდამ ახსოვს იგი და გრძნობს მასთან სიახლოვეს, ასევე უფალთან სიყვარულით შერწმული გული არ შორდება, გულში მიმართავს და თბილად ესაუბრება მას. "ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს უფლისა თანა" (I კორ. 6, 17).
image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები