image

თემა: განუწყვეტელი ლოცვა

გულისმიერი ლოცვაც ღვთის მადლით არსებობს, ისაა სულიერი ლოცვა, რომელიც სულიწმიდის ძალით ისახება გულში. მლოცველი მას აცნობიერებს, მაგრამ არ აღასრულებს, ის თავისთავად აღესრულება. ასეთი ლოცვა სრულყოფილთა ხვედრია. ყველასტვის ხელმისაწვდომი კი ისეთი ლოცვაა, რომლის დროსაც აზრი და გრძნობა ლოცის სიტყვებთანაა შერწმული და ეს ყველას მოეთხოვება.
    არსებობს ლიდევ ლოცვა, რომელსაც ღმერთთან მიახლებას ეძახიან; როდესაც გულში ყურადღებით ჩაღრმავებული მლოცველი აზრებითა და გრძნობებით ღმერთს შეიცნობს, როგორც მასთან მყოფს და მასში მყოფს, ზოგჯერ ღვთისადმი შიშით და მისი სიდიადის კეთილკრძალული განკვირვებით, ზოგჯერ რწმენითა და სასოებით, ზოგჯერ სიყვარულითა და ღვთისადმი მინებებით ან შემუსვრილებითა და ყოველგვარი მსხვერპლის გაღებისატვისმზადყოფნით. ასეთი მდგომარეობა მოდის მაშინ, როცა ვინმე უღრმავდება ჩვეულებრივ ლოცვას სიტყვით, გონებით და გულით, ვინც ხანგრძლივად და როგორც საჭიროა, ისე ლოცულობს, მას ასეთი მდგომარეობა ხშირად აქვს, დაბოლოს, ეს შესაძლოა, მუდმივად ხდებოდეს, რასაც ღმერთთან მიახლებას, ანუ მის წინაშე სვლას და უწყვეტ ლოცვას უწოდებენ. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა წმ. დავით მეფე, რასაც თავად ასე გამოთქვამდა: "წინასწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა" (ფსალ. 15, 8).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები