ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა
ღმერთმა აკურთხოს თქვენი გონებრივი შრომა ღმერთთან მისაახლებლად! ეძიებდეთ და ჰპოოთ. ესაა შეუცვლელი კანონი ყველასატვის, ვისაც სურს წარემატოს სულიერ მოღვაწეობაში. უშრომლად არავის არაფერი ეძლევა. ღმერთი შეწევნისატვის ყოველტვის მზადაა და ყოველტვის ახლოა, მაგრამ ის მძებნელებისა და მშრომელებისაგან განზე დგება და ელის, როცა მაძიებელნი ყოველგვარ საშუალებებს ამოწურავენ... და მთელი გულით შეჰღაღადებენ ღმერთს: ღმერთო, შემეწიე! და თუ ჯერ კიდევ გრჩებათ მცირედი საშუალება საკუთარი ძალით გარჯისათვის, ღმერთი არ ჩაერევა, თითქოსდა გვეუბნება: ცდილობ შენ თვითონ მიაღწიო? მაშ, დაელოდე... მაგრამ რამდენიც არ უნდა ელოდო, არაფერი გამოგივა. ღმერთმა მოგმადლოს სული შემუვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული!