image

თემა: ლოცვა

მონანული უფალს ეძიებს. გზა ღვთისაკენ კლი მხოლოდ შინაგანი გზაა, რომელიც გონებასა და გულზე გადის. ასეთი აზრით უნდა აღიჭურვოს გონება დაგანემზადოს გული, ხოლო ადამიანი სულით მუდამ ღმერთთან უნდა იმყოფებოდეს და ამით ადასტურებდეს, რომ ღმერთს შეუდგა. ასეტი ადამიანი განუიწყვეტლივ ბრწყინდება შინაგანი ნათებით და მოსეს მსგავსად, გონიერი სინათლის სხივებს იღებს (თეოდორიტე), რომლის პირისახეც ნათლით აღივსო მთაზე ღმერთთან ყოფნისას. ამის შესახებ სხვა ადგილას თქვა წმ. დავით მეფსალმუნემ: "გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო" (ფსალ. 4, 6). საამისოდ ნაცადი საშუალება გონებით გულში აღსრულებული ლოცვაა, რომლის ჩასახვისთანავე გონების მზერა იწმიდება და სული, უმზერს რა ღმერთსცხადად მისგან ღებულობს ძალას, რათა შენიშნოს და განდვნოს ყველაფერი, რაც სირცხვილეულ-ჰყოფს მას ღვთის წინაშე. მიუხედავად ამისა, არც თუ ცოტანი არიან, რომლებიც ცდილობენ ღმერთს მხოლოდ გარეგნული საქმით და ღვაწლით წარუდგნენ. ცდილობენ, მაგრამ ვერ მიეახლებიან მას, რადგან სწორი გზით არ მიდიან. და აჰა, მოვუწოდებთ მათ: თუ გინდათ ნათლით აღივსოთ, ღმერთს გონებითა და გულით შეუდექით და მტერი ვეღარ მოახერხებს თქვენს შერცხვენას თუ არა და, გარეგნული მოწესრიგებულობის მიუხედავად, ყოველთვის შეგარცხვენთ თქვენს გულისთქმებსადა აზრებში. გონიერი და გულისმიერი მიახლება ღმერთთან იმ ძალას მოგანიჭებთ, რომლსი მეშვეობითაც დაეუფლებით სულის ყოველგვარ მოძრაობებს და თქვენს შესაბილწად აღმართული მტერი თავად აღმოჩნდება შერცხვენილი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები