ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
სასუფეველი
ქუეყანა იგი ზეცისა არა არის ნივთიური, არამედ უნივთო; არ არის წარმავალი, არამედ საუკუნო; მეუფე მის
ქუეყანა იგი ზეცისა არა არის ნივთიური, არამედ უნივთო; არ არის წარმავალი, არამედ საუკუნო; მეუფე მის ქუეყანისა არს ყოველთა დამბადებელი უფალი; ქუეყანა იგი არა განათლდების შექმნილისა და დაბადებულისა მზისა მიერ, არამედ შეუქმნელისა და დაუბადებელისა ღვთისა მიერ; ქუეყანასა მას შინა ნაცულად ვარსკულავისა ბრწყინვენ ანგელოზნი და სულნი წმიდათანი; ქუეყანასა მას შინა გლახაკნი უსანატრელეს არიან მდიდართაგან, თქმისაებრ საუფლოსა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. ქუეყანასა მას შინა ამის ყვრიმლისმცემელს მარჯუენესაც მიუპყრობს, რომელიც სამოსლის მიმტაცებელს კვართის მიღებადცა არა აყენებს; ქუეყანასა მას შინა არა რაიმე არს მწუხარება და ურვა, გარნა მხოლოდ ცხოვრება ანგელოზებრივი და სიხარული საუკუნო.
|