და რომ გამოვა განჩინება და საუკუნო ჯერ ჩინება მარჯვენეთათვის, ტკბილი და საწადელი, გაუკვდავებისა და განმღრთობისა მბოძებელი და საუკუნოდ შვილ მაღლისა ღვთისაი დამაწესებელი ამ სანატრელის გასაგონის ხმითა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემ...
იხილეთ სრულად
და რომ გამოვა განჩინება და საუკუნო ჯერ ჩინება მარჯვენეთათვის, ტკბილი და საწადელი, გაუკვდავებისა და განმღრთობისა მბოძებელი და საუკუნოდ შვილ მაღლისა ღვთისაი დამაწესებელი ამ სანატრელის გასაგონის ხმითა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული სოფლის დასაბამითგან. რამეთუ მშიოდა და მაჭამეთ მე, მწყუროდა და მასვით მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე. სნეულ ვიყავ და მომხედეთ. საპყრობილესა შინა ვიყავ და მომხედეთ,"...
63. შეიძლება თუ არა რაიმეს შეცვლა წმ. მოციქულთა და კრებათა დადგენილებებში?
იხილეთ სრულად
არავისა აქვს უფლება, არც მეფეს და არც მღვდელთმოძღვარს, სარწმუნოებაში რაიმე ახალი კანონი შემოიტანოს. არამედ, რაც თავიდანვე წმ. მოციქულებმა დააწესეს და წმ. კრებებმა დაამტკიცეს, ერთი იოტა ან ერთი ბეწვიც არ შეიცვალოს. ხოლო თუ ვინმე გაბედავს შეცვლას, მიატებას, ან დაკლებას, ასეთს კათოლიკე ეკლესია შეაჩვენებს.
900. როგორ ლოცულობს არასწორად, მეოცნებედ მლოცველი ადამიანი?
იხილეთ სრულად
იგი ზეცისკენ აღაპყრობს ხელებს, თვალებსა და გონებას და წარმოიდგენს ღვთაებრივ საკრებულოებს, ზეციურ სიკეთეებს, ანგელოზთა დასებს, წმინდანთა სავანეებს – მოკლედ, მისი წარმოსახვა შემოკრებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე საღმრთო წერილში წაუკითხავს და ლოცვის დროს წარმოიდგენს, ცას შეჰყურებს, ყოველივე ამით სულს ღმრთაებრივი სიყვარულისაკენ აღაგზნებს. ზოგჯერ ოხრავს და ტირის. ამრიგად, გული თანდათან ამაყდება, მაგრამ გონება ამას ვერ ხვდება. კაცს ჰგონია, რომ რასაც განიც...
მე მაშინებს რწმენისათვის ტანჯვაზე ფიქრი, როგორ არ ეშინოდათ მისი მოწამეებს?
იხილეთ სრულად
ძველად სხვანაირი მოწამეები იყვნენ: დღეს წამებაზე ფიქრიც რომ აშინებდათ, ხვალ ქრისტეს აღმსარებლობისთვის მგზნებარე მოწამეები ხდებოდნენ. ეს ღვთის მადლით არის შესაძლებელი, რაც რწმენით, სულის თავმდაბლობითა და ლოცვით მოიპოვება (ბერი იოანე ტროცკი).
709. მიიღებდა თუ არა შენდობას იუდა, თავისი ცოდვის შენანება რომ გადაეწყვიტა?
იხილეთ სრულად
მრავალი წმინდანის სიტყვისამებრ, იუდა მიიღებდა შენდობას, შენანება რომ გადაეწყვიტა, მსგავსად პეტრე მოციქულისა, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე, მაგრამ სინანულის შედეგად არა მარტო ცოდვათა შენდობა მიიღო, არამედ მოციქულებრივი ღირსებაც დაიბრუნა... სახარება იმავეთი მთავრდება, რითაც იწყება: „შეინანეთ“.
847. შეუძლიათ თუ არა მთავრებსა და ბატონკაცებს ადამიანის სულზე გაბატონება?
იხილეთ სრულად
მთავრები და ბატონკაცები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს უჯერო და სულისათვის მავნე საქმეები აკეთონ, არ ბატონობენ ადამიანის სულზეც, რადგან ღმერთს იგი თავისუფლად და საკუთარი ნებელობის ხელმწიფედ შეუქმნია. ისინი მხოლოდ ქვეყნიურ საქმეებს განაგებენ და ხელი არა აქვთ ადამიანის ღმრთივმიმადლებულ თავისუფალ ნებასთან.
36. თუ შეიძლება ლოცვის დასრულებამდე ეკლესიიდან გამოსვლა?
იხილეთ სრულად
ლოცვასა და წირვაზე იდექი და მოიცადე დასრულებამდე. გაიხსენე იუდა გამცემლის დანაშული და ნუ გამოხვალ ეკლესიიდან, რადგან იგი შეიქმნა დასაბამი იუდას წარწყმედისა, ვინაიდან არ დაელოდა ლოცვის დასრულებას. მიიღო თუ არა ცხოვრების პური, ადგა და გამოვიდა. მაშინვე შევიდა მასში ეშმაკი და ისწრაფოდა უფლის გაცემას. თუ შენც დროზე ადრე გამოხვალ, იმავე სასჯელს მიიღებ. მცირე დროის გამო ნუ ეზიარები იუდას სასჯელს. არ არის შენთვის მძიმე იქ დგომა და ლოდინი. არც ზამთარი გა...
გსურთ ისმინოთ სიტყვაცხონებისა? თითქოს არც გაგიგიათ?! ვინ არ იცის, სულის ცხონებას რა ჭირდება?! სხვა რამეშია საქმე! გულმოდგინება არა გაქვთ, რათა იშრომოთ ამისათვის. გინდათ, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილი იწვეთ, ცხონება კი როგორღაც,...
იხილეთ სრულად
გსურთ ისმინოთ სიტყვაცხონებისა? თითქოს არც გაგიგიათ?! ვინ არ იცის, სულის ცხონებას რა ჭირდება?! სხვა რამეშია საქმე! გულმოდგინება არა გაქვთ, რათა იშრომოთ ამისათვის. გინდათ, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილი იწვეთ, ცხონება კი როგორღაც, თავისით მოვიდეს. ცოცხალი, უდრეკი, თავდაუზოგავი მოშურნეობით თუ შეუდგებით სულის ცხონების გზას, ავადაც რომ იყოთ - განიკურნებით. ცხონების საქმეც კეთილად წაგივათ.მოშურნეობა რომ გამოაღვიძოთ, აუხსენით საკუთარ თავს, თუ რა სავალალო მდ...
თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკ...
იხილეთ სრულად
თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. "ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზი...