და რომ გამოვა განჩინება და საუკუნო ჯერ ჩინება მარჯვენეთათვის, ტკბილი და საწადელი, გაუკვდავებისა და

და რომ გამოვა განჩინება და საუკუნო ჯერ ჩინება მარჯვენეთათვის, ტკბილი და საწადელი, გაუკვდავებისა და განმღრთობისა მბოძებელი და საუკუნოდ შვილ მაღლისა ღვთისაი დამაწესებელი ამ სანატრელის გასაგონის ხმითა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული სოფლის დასაბამითგან. რამეთუ მშიოდა და მაჭამეთ მე, მწყუროდა და მასვით მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე. სნეულ ვიყავ და მომხედეთ. საპყრობილესა შინა ვიყავ და მომხედეთ," მაშინ მართალთა მიუგონ: "უფალო, ოდეს გიხილეთ შენ ანუ მშიერი, ანუ წყურვიელი, ანუ შიმშილოებასა, ანუ ცხოებასა, ანუ სნეულებასა, ანუ საპყრობილესა და გმსახურეთ შენ?" და მიუგოს მეუფემან მან: "ამინ, გეტყვი თქვენ, რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ." და ესენი წარვიდენ სასუფეველსა ღმრთისაისა. ხოლო ცოდვილთა მათ ჰრქვეს მარცხენითა მათ: "წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელნი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და მსახურთა მისთათვის. რამეთუ მშიოდა და არა მაჭამეთ მე. მწყუროდა და არა მასვით მე. შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე. უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე. სნეულ ვიყავ და არა მომხედეთ მე. საპყრობილესა ვიყავ და არა მოხვედით ჩემდა". მაშინ მიუგონ მარცხენითთაც მათ: "უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურვიელი, ანუ შიშლოებასა, ანუ უცხოებასა, ანუ სნეულებასა და ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?" მაშინ მიუგოს მეუფემან მან: "რაოდენი არა უყავით ერთსა მცირეთა ამათ ძმათა ჩემთაგანსა, იგი მე არა მიყავით". და ესენი წარვიდეთ ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და მსახურთა მათთათვის. აქ გარდასწყდა საუკუნო სამართალი. და აქ გავახილოთ სულის თვალებიცა და ხორციელი თვალებიცა და ისე გარდავავლოთ გონება, და ისიც შევიტყოთ, იმ საუკუნოს განწირვისაგან რით უნდა გამოიხსნას სიტყვიერმა მოკვდავმა კაცმა აქავ ყოფაში თავისი თავი იმ მოუთმენლის საუკუნოს ტყვეობიდამ.
 
3