
სულისათვის განუწყვეტელი ყურადღება აუცილებელია, რადგან მისი ბუნება ცვალებადია.
სულისათვის განუწყვეტელი ყურადღება აუცილებელია, რადგან მისი ბუნება ცვალებადია.
თუ საკუთარი სისუსტე მუდამ გემახსოვრება, არასოდეს გადააბიჯებ სიფხიზლის საზღვრებს.
ქრისტესა და ღმრთისმშობელს სურთ, რომ ჩვენ მუდამ ყურადღებით ვიყოთ და ღმრთის შიში ვიქონიოთ
საკუთარი თავისადმი უმკაცრესი სიფრთხილის გარეშე ადამიანისთვის შეუძლებელია რაიმე სათნოებაში წარემატოს.
შესაბამისი ყურადღების გარეშე მუსიკასაც ვერ შეისწავლი, მით უფრო სულის უმოქმედობით ვერ ჩაწვდები საიდუმლო ხმას..
ყურადღება და ლოცვა, მუდამ ერთმანეთთან შეერთებულნი, ელიას ცეცხლოვანი ეტლის მსგავსად ცად აღამაღლებენ მას, ვისაც ეს ორი სათნოება აქვს
ჩვენი გულები - ყანაა, რომელზეც ადვილად შესაძლებელია, დაითესოს სსარეველა, თუ საკუთარ თავს დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ დავტოვებთ.
მართლმადიდებელი მონაზვნისთვის სიფრთხილე და ყურადღება ღვაწლია. მოღვაწის სული ფხიზელი უნდა იყოს, რომ განსაცდელი დროზე იგრძნოს, გამოიცნოს, საიდან და ვისგან ემუქრება იგი.
68. ვინც დღენიადაგ შინაგანისკენ მიმართავს ყურადღებას, უბიწოებას იცავს; მეტიც, მჭვრეტელობს იგი, ღვთისმეტყველებს და ლოცულობს. და ეს არის, რასაც ამბობს მოცუქული: „სულით იარეთ და ხორცის გულისთქმას ნუ აღასრულებთ“ (გალატ. 5.16).
ყველა ჩვენგანს სჭირდება უაღრესი ყურადღება, რომ მტრისაგან არ მივიღოთ მზაკვრული სატელეფონო ზარები (უწმიდური ზრახვები) და ამით არ შევბილწოთ ტაძარი სულისა წმიდისა (იხ. 1 კორ. 6, 19), არ განგვეშოროს ღვთაებრივი მადლი და არ შთავვარდეთ ბნ... იხილეთ სრულად