ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გა...
იხილეთ სრულად
ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გამზადებულნი არიან, რომ სულიერი ღვაწლის ნაყოფი მოგვტაცონ.
link
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამ...
იხილეთ სრულად
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამედ გაფანტული ცხოვრების პირობებშიც, რომელშიც მისდა უნებურად, სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიძლება აღმოჩნდეს.
link
ყურადღებით დაკვირვება, თუ რა ხდება გულში და რას აღმოაცენებს იგი, არის სწორი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი საქმე. სწორედ, ეს აწესრიგებს როგორც შინაგან, ასევე გარეგან ადამიანს. მაგრამ ყურადღებას თან ყოველთვის განსჯა უნდა ახლდეს, რათ...
იხილეთ სრულად
ყურადღებით დაკვირვება, თუ რა ხდება გულში და რას აღმოაცენებს იგი, არის სწორი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი საქმე. სწორედ, ეს აწესრიგებს როგორც შინაგან, ასევე გარეგან ადამიანს. მაგრამ ყურადღებას თან ყოველთვის განსჯა უნდა ახლდეს, რათა კარგად გავაცნობიეროთ, რა ხდება შიგნით და რა მოგვეთხოვება გარეგნულად. ყურადღება არად გვარგია, თუ მას განსჯა არ ახლავს თან.
link
115. თუკი გნებავს შენ უფლის მიერ, რომ არა მხოლოდ მოჩვენებით იყო მონაზონი, ან ქველი, ანთუ მდაბალი და ყოვლითურთ ღმერთს შეერთებული, არამედ იმას განიზრახავდე, რომ ჭეშმარიტადაც იყო ამგვარი, მთელი ძალით დაეშურე ყურადღების სათნოებას, რაც...
იხილეთ სრულად
115. თუკი გნებავს შენ უფლის მიერ, რომ არა მხოლოდ მოჩვენებით იყო მონაზონი, ან ქველი, ანთუ მდაბალი და ყოვლითურთ ღმერთს შეერთებული, არამედ იმას განიზრახავდე, რომ ჭეშმარიტადაც იყო ამგვარი, მთელი ძალით დაეშურე ყურადღების სათნოებას, რაც არის დაცულობა გონებისა, დამარხულობა გონებისა, ტკბილი მყუდროების გულისმიერი სრულყოფილება და სულის არაზმანებითი ნეტარი მდგომარეობა. ესაა იმგვარი მოვლენა, რასაც ვერ ჰპოვებ ბევრში.
link
ყურადღებიანი ადამიანის გონება თითქოს შინაგანი იერუსალიმის მცველი ანუ დაუძინებელი დარაჯია. რაკიღა სულიერი ხედვა მოიხვეჭა, იგი განწმენდილი თვალით უყურებს მის სულთან მოახლოებულ ბოროტ გულისსიტყვებს, როგორც დავით მეფე ამბობს: "იხილა თუ...
იხილეთ სრულად
ყურადღებიანი ადამიანის გონება თითქოს შინაგანი იერუსალიმის მცველი ანუ დაუძინებელი დარაჯია. რაკიღა სულიერი ხედვა მოიხვეჭა, იგი განწმენდილი თვალით უყურებს მის სულთან მოახლოებულ ბოროტ გულისსიტყვებს, როგორც დავით მეფე ამბობს: "იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა" (ფსალმ. 91,12). არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: ...
link
ლოცვის თავდაპირველი ნაყოფი ყურადღება და გულისლმობიერებაა. ეს ნაყოფები სწორად აღსრულებული ლოცვის ფონზე, სხვებზე ადრე წარმოჩნდებიან, რამეთუ ეს ლოცვა ფსალმუნთგალობას და სხვა ყველაირ ლოცვითმეტყველებას აღემატება. ყურადღებისაგან იშვება ...
იხილეთ სრულად
ლოცვის თავდაპირველი ნაყოფი ყურადღება და გულისლმობიერებაა. ეს ნაყოფები სწორად აღსრულებული ლოცვის ფონზე, სხვებზე ადრე წარმოჩნდებიან, რამეთუ ეს ლოცვა ფსალმუნთგალობას და სხვა ყველაირ ლოცვითმეტყველებას აღემატება. ყურადღებისაგან იშვება ლმობიერება, ხოლო ლმობიერებისაგან ღრმავდება ყურადღება. ისინი ერთმანეთს შობენ და აძლიერებენ, ანიჭებენ ლოცვას სიღრმეს და გულს თანდათანობით აცოცხლებენ; ავსებენ მას სიწმიდით, განაშორებენ გაფანტულობასა და მეოცნებეობას. როგორც ...
link
120. ვიმწარებთ გულს გესლითა და უკეთური გულისზრახვებით, როდესაც მოვიწყარობის შედეგად უგულისყურონი ვხდებით და დიდად განვეშორებით ყურადღებიანობასა და იესოს ლოცვას. მეორე მხრივ, კვლავაც ვტკბებით ნეტარი სიხარულის რამ გრძნობითა და სიამი...
იხილეთ სრულად
120. ვიმწარებთ გულს გესლითა და უკეთური გულისზრახვებით, როდესაც მოვიწყარობის შედეგად უგულისყურონი ვხდებით და დიდად განვეშორებით ყურადღებიანობასა და იესოს ლოცვას. მეორე მხრივ, კვლავაც ვტკბებით ნეტარი სიხარულის რამ გრძნობითა და სიამით, როდესაც გონების სახელოსნოში (ე.ი. გონების სამოღვაწეო წიაღში) საღვთო ტრფობის მიერ გულმოდგინებით აღვასრულებთ ზემოხსენებულთ (ე.ი. ყურადღებიანობასა და იესოს ლოცვას) ძალუმად და წადიერად, რადგან ასეთ დროს სხვა არაფრის გამო ...
link
90. რამდენადაც სრულად მიაქცევ ყურადღებას გონებას, იმდენად წადიერად ილოცებ იესოსადმი, და კიდევ, რაოდენ უგულისყუროდ მიხედავ გონებას, იმდენადვე განშორდები იესოს, და ისევე როგორც სრულად ასინათლებს გონების ჰაერს პირველი მათგანი, ამგვარ...
იხილეთ სრულად
90. რამდენადაც სრულად მიაქცევ ყურადღებას გონებას, იმდენად წადიერად ილოცებ იესოსადმი, და კიდევ, რაოდენ უგულისყუროდ მიხედავ გონებას, იმდენადვე განშორდები იესოს, და ისევე როგორც სრულად ასინათლებს გონების ჰაერს პირველი მათგანი, ამგვარადვე, უკუმიქცევა მღვიძარებისგან და, ასევე, იესოსადმი ტკბილი ხმობისგან, ჩვეულებისამებრ, ყოვლითურთ აწყვდიადებს მას, რადგან ბუნებით არის ეს საქმე ამგვარი, როგორც გვითქვამს, და სხვაგვარად არ შეიძლება, შეიცნობ კი ამას გამოცდი...
link
ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ადამიანები კი ყურადღების მიღმა გვრჩება. ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს.
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონ...
იხილეთ სრულად
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონება და სულიერი ძალები ისე დაიღვრება თვალებიდან და ჩვევებით, როგორც გზადე უსარგებლოდ მდინარე წყალი. არასდროს არავის მოუპოვებია ლოცვა ყურადღებისა და მღვიძარების გარეშე. არასდროს არავის ღირსებია ზეაღსვლა მანამ, სანამ არ უგუ...
link