
189. უფალი თავის მცნებებშია დაფარული და მის მაძიებლებს თანაშეზომილად აღმოუჩნდება.
189. უფალი თავის მცნებებშია დაფარული და მის მაძიებლებს თანაშეზომილად აღმოუჩნდება.
უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია.
არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისათვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.
ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება, მცნების მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს.
თ. 13-14
პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა.
187. ღვთის ნების მცოდნე და, ძალისამებრ, მისი მოქმედი მცირედი სიძნელეებით უდიდესთ განერიდება.
აღსრულება ქრისტეს მცნებათა მოითხოვს ჩვენგან დაუძინებელსა შრომასა და შეურყველესა მხნეობასა.
მესამე მცნება გვასწავლის: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
გამოსვლათა, თ. 20. 7
არ არსებობს უფლის არცერთი მცნება, ადამიანს რომ არ დაერღვიოს, ან დრტვინვის გარეშე აღესრულებინოს.
ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმიდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას