თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე უნდა გვეშინოდეს შურისაც; რამეთუ იგი შინაური დემონია, რომელსაც შეუძლია, მოშურნის გულში მოიყვანოს ბოროტ სულთა ლეგიონები; ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავრომდე აანთებს გეენიის ცეცხლს ცოდვილის გულში.
არიან ისეთებიც, რომლებსაც არა სჯერათ ზეციურ ანგელოზთა მხედრობისა და ბოროტ სულთა ლეგიონების არსებობისა. ეს ეჭვი განსაკუთრებით გავრცელებულია „განათლებულთა“ შორის. მათი წყალობით სირცხვილად ითვლება ჩვენს დროში ბოროტ სულთა რეალურად არსებობის აღიარება. ჩვენი ცხონების მტერსაც ეს უნდა. თუ არ არსებობს ბოროტ მანქანებათა გავლენა, მაშ ვისგან და რატომ უნდა დავიცვათ თავი ცხოველსმყოფელი ჯვრით, ნაკურთხი წყლითა და იესოს ლოცვით?
მონაზვნები და განდეგილები, რომელთაც მაღალი სულიერება მოიხვეჭეს, აშკარად გრძნობდნენ ბოროტი ძალის რეალურ წინააღმდეგობას, რამეთუ სულიერ სამყაროს ისევე ნათლად ხედავდნენ, როგორც ჩვენ - გარემომცველ საგნებს. ამგვარი გამოცდილების საფუძველზე ცნობილმა საეკლესიო მწერალმა - სვიმონ ახალმა ღმრთისმეტყველმა, აბბა დოროთემ, იოანე სინელმა, ისააკ ასურმა და სხვებმა შეადგინეს ასკეტიკური სწავლებები. დემონოლოგია, როგორც თეორია, მათ არ ჩამოუყალიბებიათ, არამედ აღწერეს ბორ...
ცოდვილს ასეთი რამ თუ ემართება, ეს აშკარად ბოროტი დემონების ძალმომრეობაა, რომლებიც მისი უგრძნობი სულის მოხიბლვას და დაღუპვას ცდილობენ. ამიტომ, საკუთარი ცოდვები და უძლურება უნდა შევიცნოთ, შიში და ძრწოლა უნდა გვიპყრობდეს და არასოდეს არ უნდა ვერწმუნოთ მათ.
სწორედ მაშინ უფრო უნდა შეიძულო მათი ბოროტება და ხიბლი, და შეაჩვენო ისინი. ძმაო, არასოდეს მოგხიბლოს ასეთმა დემონურმა გამოცხადებებმა, რამეთუ ღვთაებრივი გამოცხადებები მხოლოდ წმინდანებს აქვთ. და მას წინ ყოველთვის გულისმიერი სიჩუმე, მშვიდობა და სულის კეთილშობილება უძღვის. მაგრამ წმინდანები როცა გამოცხადების ჭეშმარიტებას შეიცნობენ, საკუთარ თავს უღირსებად თვლიან, ხოლო ცოდვილები, იციან რა საკუთარი უღირსება, მით უმეტეს, არასოდეს არ უნდა ერწმუნონ ასეთ გამო...
მას არც თავად მეუფე ქრისტეს და არც წმიდა ზიარების ჩვენება არ შეუძლია, არამედ იტყუება და რომელიმე ადამიანის სახეს ან უბრალო პურს წარმოგვიდგენს. მაგრამ წმიდა ჯვრის ჩვენებას ვერ ახერხებს, რამეთუ სხვა სახით მისი გამოსახვის საშუალებას ვერ პოულობს. და რადგან ჩვენ ჯვრის ჭეშმარიტ ნიშანს და სახეს ვიცნობთ, ამიტომ ეშმაკი ვერ ბედავს ჩვენს მოსახიბლად მის გამოყენებას იმიტომ, რომ ჯვარმა გაანადგურა მისი ძალა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას. ვინაიდან ჩვენ მეუფე...
სიკეთე ყოველთვის სიკეთედ უნდა მივიჩნიოთ. ხოლო თუ გამოცდის შემდეგ სიკეთე ბოროტება აღმოჩნდა, მაშინ უნდა უკუვაგდოთ ის. ისევე, როგორც ვინმეს საჭმელი დანახვისას შეიძლება კარგი ჰგონია, მაგრამ გასინჯვისას, შეიგრძნობს რა უსიამოვნო სიმწარეს, მაშინვე გადმოაფურთხებს (როგორც, მაგალითდ: ბერძნული კაკალი, ნუში ან მათი მსგავსი სხვა რამ, გემოთი კარგ ნაყოფებად ითვლება, მაგრამ თუ ადამიანი სიმწარეს ყურადღებას არ მიაქცევს და ნაყოფს შეჭამს, მაშინ მუცელს გაიმწარებს და ...