
პატივმოყვარის თავშეკავება იგივეა, რაც ღუმელში - ცეცხლი; ერთიც და მეორეც ჰაერში იფანტება
პატივმოყვარის თავშეკავება იგივეა, რაც ღუმელში - ცეცხლი; ერთიც და მეორეც ჰაერში იფანტება
38. სიყვარული და თავშეკავება გონებას უბიწოდ იცავს საგნებთან ურთიერთობაშიც და მათზე ფიქრის დროსაც.
გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს
25. თავშეკავებულობის ჯილდოა უბიწოება, რწნმენისა- ცოდნა. უბიწოება შობს განსჯის უნარს, ხოლო ცოდნა - ღვთის სიყვარულს.
6. თავშეუკავებლობის წარმომქმნელი ვნება სხვაა, სიძულვილისა სხვა, ხოლო თავშეუკავებლობისა და სიძულვილისა ერთად კი - სხვა.
1. აზრებისა და საგნების გონივრული გამოყენება უბიწოებას, სიყვარულსა და ცოდნას გვანიჭებს, ხოლო უგნური - თავშეუკავებლობას, სიძულვილსა და უცოდინრობას.
8. თავმოყვარეობა სხეულის ვნებიანი და განუსჯელი სიყვარულია. მათი საპირისპიროა სიყვარული და თავშეკავება. ცხადია, თავმოყვარეობის მქონეს ყველა სხვა ვნება გააჩნია.
79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოს... იხილეთ სრულად
11. ღვთისათვის სათნოა სიყვარული, უბიწოება, ცოდნა და ლოცვა. სხეულისათვის კი სათნოა ნაყროვანება, თავშეუკავებლობა და ყოველივე ამის მსგავსი. ამიტომ "რომელნი იგი ხორცთა შინა არიან ღმრთისა სათნო ყოფად ვერ ძალ-უძს" (რომ 8.8). ხოლო "მათ, ... იხილეთ სრულად
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ა... იხილეთ სრულად