ავადმყოფობა, სნეულება - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა ორპირი მახვილია, რომელიც მოაკვდინებს სასოწარკვეთილებას, საფრთხესა და მწუხარებას. ლოცვა ყველა სულიერი და ფიზიკური სნეულების საწინააღმდეგო წამალია.
მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები. დამწუხრებული ხარ? იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება.
მოითმინე, შვილო, ღმერთმა, რომელმაც ეს სნეულება მოგცა, იცის, რომ ამაში დიდი სარგებელია დაფარული.
მივიღე შენი სევდიანი წერილი. ყურადღებით წავიკითხე, ჩემი სული ტკივილით აღივსო, ვტიროდი, ცრემლითა და გლოვით ვილოცე შენთვის. მოითმინე, შვილო, ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ძალიან უყვარხარ. ალბათ, კარგად რომ ყოფილიყავი, ყურადღებით არ... იხილეთ სრულად
მადლი რომ მოგვცეს, ღმერთი ამის წილ ჯანმრთელობას არ გვთხოვს, რადგან ის არ არის ადამიანი თავისი მოთხოვნილებებით, არამედ ღმერთია მოთხოვნილებების გარეშე. სნეულებებსაც ღმერთი უშვებს ჩვენზე და თუ სული მათი საშუალებით განიკურნება, მიზანი... იხილეთ სრულად
ღმერთი უხმარ ქმნილებებს ეძებს: „ქალაქის უბნები და ქუჩები მოიარეთ და ყველა, ვისაც იპოვით გლახაკს, დავრდომილს, უძლურს თუ ხეიბარს – აიძულეთ, ჩემს სახლში შემოვიდნენ, რომ გაივსოს იგი. ხოლო წვეულნი, რომელთაც თავი უდანაშაულო ჰგონიათ, სერ... იხილეთ სრულად
ზღვის ღელვა და დაყუდება, ომი და მშვიდობა, ჯანმრთელობა და სნეულება, მოგება და წაგება – თითოეული ადამიანის ცხოვრების გზაა, რომელიც სიკვდილით სრულდება.