აღდგომა - ციტატები, გამონათქვამები
აღდგომა - ციტატები, გამონათქვამები აღდგომა, გამონათქვამები, ციტატები
მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ! იმის ნაცვლად, რომ ჯოჯოხეთს დაენთქა ჯვარცმული „მეუფე ჰურიათა“, თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა.
უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს; „ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, … ხოლო თუ დავენერ... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომით თითოეულ ჩვენგანს ასევე მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრებისა, რადგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მოიცავს ადამიანთა მოდგმის მთელ სისავსეს, ერთ კაცად ქმნილ კაცობრიობას და მასში ვართ ჩვენ ყვ... იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეუფება, მართალთა სულები გამოიხსნა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განახვნა.