ავტორი:
ილია II
წყარო:
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 73]
აი, რას წერს წმ. პავლე მოციქული: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა... ვიღაც
აი, რას წერს წმ. პავლე მოციქული: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა... ვიღაც იტყვის, როგორ აღდგებიან მკვდრები? ან როგორი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, (ხომ) ვერ იცოცხლებს, თუ არ მოკვდა, ასევე მკვდრეთით აღდგომისასაც: (სხეული) ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელებით, ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (1 კორ. 15, 20. 35–42. 47), რადგან „ვიცით, რომ ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოს მიერ“ (2 კორ. 4, 14).