საყოველთაო აღდგომა - ციტატები, გამონათქვამები
საყოველთაო აღდგომა - ციტატები, გამონათქვამები საყოველთაო აღდგომა, გამონათქვამები, ციტატები
მაცხოვნებელი მადლი გვანიჭებს უნარს სნეულთა განკურნებისა, სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა, მრავალ სასწაულთა აღსრულებისა და, რაც მთავარია, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და განღმრთობისა.
აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება.
„დაინთქა სიკვდილი ძლევით! სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი, სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!“ (1 კორ. 15, 55). ამიერიდან მართლმორწმუნეთათვის იმქვეყნად სატანჯველი აღარ არსებობს, რადგან ქრისტეში და ქრისტეთი ცოდვათაგან განწმენდ... იხილეთ სრულად
„თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1 თეს. 4, 14), ე.ი. სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.
მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და, როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდე... იხილეთ სრულად
გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: „ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეუ... იხილეთ სრულად