ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ჩვენი ქვეყნის ნიჭიერი და სასიქადულო ახალგაზრდობა, რომ ჩვენი ეკლესიებიდან არ წყდებოდა ღაღადისი სახარების კეთილმომთხრობთა.
link
ყოველივე და, მით უმეტეს, ყოველი წელი გონიერი კაცისთვის დიდი გაკვეთილია. განვლილი დროის მცირე მონაკვეთიც კი გვაახლოებს მარადიულობის კარიბჭესთან და ამან უნდა დაგვაფიქროს.
ყოველი წარსული წელი ჩვენი მასწავლებელია. ბევრი გაკეთდა და ბევრიც გაფუჭდა ჩვენი მიზეზით, თუ ყოველივე ამას საღი თვალით შევხედავთ, უფრო კარგად გავიგებთ სიხარულისა და მწუხარების ფასს, უფრო მეტად ვიგრძნობთ ადამიანთა ტკივილსა და უძლურებ...
იხილეთ სრულად
ყოველი წარსული წელი ჩვენი მასწავლებელია. ბევრი გაკეთდა და ბევრიც გაფუჭდა ჩვენი მიზეზით, თუ ყოველივე ამას საღი თვალით შევხედავთ, უფრო კარგად გავიგებთ სიხარულისა და მწუხარების ფასს, უფრო მეტად ვიგრძნობთ ადამიანთა ტკივილსა და უძლურებას და სწორ გზაზე დავდგებით.
link
რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ წინა წელს?
მივართვათ საჩუქრად ერთმანეთს წრფელი ღიმილი, გულის სითბო და კეთილი სიტყვა; დაე, რწმენა და სიყვარული განმტკიცდეს ჩვენს შორის; მშვიდობა სუფევდეს გულთა შინა ჩვენთა, სახლსა ჩვენსა და ქვეყანასა ზედა. სათნოებამ დაიდოს ბინა ყოველი ადამიან...
იხილეთ სრულად
მივართვათ საჩუქრად ერთმანეთს წრფელი ღიმილი, გულის სითბო და კეთილი სიტყვა; დაე, რწმენა და სიყვარული განმტკიცდეს ჩვენს შორის; მშვიდობა სუფევდეს გულთა შინა ჩვენთა, სახლსა ჩვენსა და ქვეყანასა ზედა. სათნოებამ დაიდოს ბინა ყოველი ადამიანის გულში და დაივანოს სიყვარულმა. უფალმა დალოცოს და კეთილად აღზარდოს ჩვენი შვილები, მიანიჭოს მათ სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და მშობლებისა, სიყვარული მოყვასისა.
link
ქრისტესმიერ ჩემო შვილებო! არ მოჰკლებოდეს ამ ახალ წელში უფლის მადლი თქვენს გზასა და ნაბიჯებს თქვენსას. თქვენს სულს სიწმიდე მომადლოს ზეცამ, სულის სიწმიდემ თავმდაბლობა ადიდოს თქვენში, თავმდაბლობამ კი გზა გაუხსნას ყველა სიკეთეს, რაც ა...
იხილეთ სრულად
ქრისტესმიერ ჩემო შვილებო! არ მოჰკლებოდეს ამ ახალ წელში უფლის მადლი თქვენს გზასა და ნაბიჯებს თქვენსას. თქვენს სულს სიწმიდე მომადლოს ზეცამ, სულის სიწმიდემ თავმდაბლობა ადიდოს თქვენში, თავმდაბლობამ კი გზა გაუხსნას ყველა სიკეთეს, რაც ადამიანს თავის გამჩენ ღმერთთან აახლოებს. ღვთისმშობლის მადლმა არ მოაკლოს აყვავება და აღმავლობა ჩვენს ერსა და საერთოდ ყველა ხალხს, მწვანით მოსილი ჩვენი მიწისას.
link
ძველის მშვიდობით გასტუმრებით და ახლის მოსვლით აღტაცებულო, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო, მოდით, მივბაძოთ მამა-პაპათა სანუკვარსა და კარგ ჩვეულებას, ჯერ სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ დიდი ღმერთის წინაშე იმის გამო, რომ ასე მშვიდობით გავისტ...
იხილეთ სრულად
ძველის მშვიდობით გასტუმრებით და ახლის მოსვლით აღტაცებულო, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო, მოდით, მივბაძოთ მამა-პაპათა სანუკვარსა და კარგ ჩვეულებას, ჯერ სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ დიდი ღმერთის წინაშე იმის გამო, რომ ასე მშვიდობით გავისტუმრეთ ჩვენ ძველი წელი და ზეაღტაცებით ვხვდებით ახალს, ლოცვის შემდეგ კი ავანთოთ სანთლები მოწყალე ღმერთის სადიდებლად, და შემოვუსხდეთ საახალწლო სუფრას გარშემო.
link
საახალწლო ეპისტოლე - 1987
საახალწლო ეპისტოლე - 1981