ილია II
ავტორი: ილია II

მშვიდობა ყოველთა - ილია II

მშვიდობა ყოველთა - ილია II

წმიდა ტაძარში საღმრთო მსახურების - წირვა-ლოცვის აღსრულებისას მოძღვარი ასე წარმოთქვამს ხოლმე: მშვიდობა ყოველთა. ჩვენც ამასვე ვუსურვებთ ღვთისაგან გაჩენილ ჩვენს დედამიწასა და ჩვენს სამშობლოს: ამ ახალ წელში „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზედაც აღმოცენდება და აღორძინდება ჩვენი ხალხისაგან დათესილი ყველა მარცვალი. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ცვარ-ნამი, რომელიც ღვთის მადლად დაეპკურება ჩვენი ქვეყნის ბაღ-ვენახებს. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს მფარველი დედა ჩვენი ახალგაზრდობისა მისი სწავლისა და აღზრდის საქმეში; „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის წყარო, რომლიდანაც იჩუხჩუხებს დოვლათ-ბარაქა, სიხარული, პროგრესი და აღმავლობა, ახალი დიდი შთაგონება, ახალი წიგნები და აღმოჩენები, ახალი მადლი სარწმუნოების განსამტკიცებლად, ახალი განძი ეკლესიების გასაძლიერებლად, და ბოლოს, - „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ბრწყინვალე გზა, რომლითაც ერთი ღვთიური მიზნისაკენ წავა მთელი კაცობრიობა, „რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10,4).

მშვიდობა ყოველთა - ილია II

2