კამათი - ციტატები, გამონათქვამები
ბევრს ნუ ილაპარაკებთ. მოერიდეთ შეპასუხებას, კამათს, მრავლისმეტყველებას და ყველაფერს, რაც დაუდევარი ენისგან მომდინარეობს.
შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით უ... იხილეთ სრულად
დასაცინი ვხდებით, როცა მშობლების, ერისა და თავისუფლების დამტოვებელნი თავს საქვეყნოდ ვიმასხარავებთ ღვთის, ანგელოზებისა და ეშმაკების წინაშე, როცა გვხედავენ, რომ ერთმანეთს ნემსის, ძაფის თუ სხვა წვრილმანის გამო წავეკიდებით.
ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც "მტრების" გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერ... იხილეთ სრულად
ძნელია დავა ურწმუნო ადამიანთან, ძნელია ელაპარაკო შეშლილს, დაარწმუნო გაბოროტებული, რადგან ვერაფერს შეასმენ. მის დარწმუნებას უფრო საქმით შეძლებ. ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეც... იხილეთ სრულად
უფლისადმი ჩემი რწმენა არ მიშლის ვეზიარო ჭეშმარიტ მეცნიერებას. პროგრესული მეცნიერება ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან სრულ ჰარმონიაშია. საუკეთესონი არასოდეს დავობენ, მათ ერთმანეთის ესმით და ერთმანეთი უყვართ, მდაბიონი კი მუდამ ერთმანეთს ეკა... იხილეთ სრულად