მონაზვნობა - ციტატები, გამონათქვამები
მონაზვნის ცხოვრება ყოველდღიური ჯვარია, წმინდა გოლგოთაა, რომლისკენაც გვიხმობს იესო. მისი მოყვარულები მასთან ერთად ჯვარს უნდა ვეცვათ, რასაც ჩვენი სულების აღდგომა მოჰყვება.
როგორი დიდება მოგველის სიმამაცისთვის ჩვენ, ვინც ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ და მეფეთა მეუფეს უდებება და გაქცევა კი არა, მისთვის სიცოცხლე ან სიკვდილი ფიცით აღვუთქვით.
მონაზვნური ცხოვრება ღვთისთვის შრომაა, რასაც დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი სულების გადასარჩენად. მაშ, რატომ არ უნდა გავიღოთ მსხვერპლად ყველაფერი და ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც ღვთის სასუფეველში გაგვამდიდრებს? „რაი სარგებელ არს... იხილეთ სრულად
შვილო, შენი წერილი მივიღე და შენმა მტკიცე სურვილმა – მონაზვნობისკენ მშვენიერმა სწრაფვამ ყველა გაგვახარა. „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა“ (ფსალმ. 83, 11).
როდესაც მიწათმოქმედი ყანის გასუფთავებას იწყებს, ჯერ ქვებს და ეკლებს მოაშორებს მიწას, შემდეგ ხნავს, თესავს და ელოდება, რომ ღმერთი წვიმას, მზეს, ქარს გამოუგზავნის. ერთი მიზანი აქვს – ხორბალი მოიმკას, თავისი ნაშრომით დატკბეს. მეზღ... იხილეთ სრულად