მოყვასი - ციტატები, გამონათქვამები
მოყვასი - ციტატები, გამონათქვამები მოყვასი, გამონათქვამები, ციტატები
მოყვასში, ანუ საერთოდ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატება უნდა დავინახოთ, როგორც წარუხოცელი ბეჭედი ღვთის ძეობისა, უნდა დავინახოთ უნარი ღვთისადმი მიმსგავსებისა.
ქრისტიანობა და თავის თავში ჩაკეტილობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ქრისტიანისათვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია უყვარდეს ის. მოწყალე სამარიტელის იგავი ამის... იხილეთ სრულად
მე თუ ახლა შენ ცუდად მოგეპყრობი, ვის მოვეპყარი ცუდად, პირადად შენ? - შენში ღმერთს მოვექეცი ცუდად, შენში ღმერთი ვერ დავინახე
ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა? - მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უც... იხილეთ სრულად
მოყვასის მიმართ ჩვენი სამართლიანი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: "ყველაფერში, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" (მათე 7.12). რა მოკლე განმარტებაა, მაგრამ როგორი მრავლისმომცველი! ეს სიტყვები ყოველთვის ... იხილეთ სრულად
"უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?" (I იოანე 4,20), - გვასწავლის იოანე ღვთისმეტყ... იხილეთ სრულად