|
|
|
|
|
 |
| თემა: მოძღვარი მოძღვარი: იოსებ ათონელი(ისიხასტი) დამატების დრო: 14.01.2011
|
გამოწვლილვის გარეშე, ბრმად გააკეთე, რასაც გიბრძანებს ის, ვინც პასუხისმგებელია, რათა შენ არ მოგიწიოს სიტყვისგებამ შენს საქმეებზე. ვინც გიბრძანებს, თავადვე აგებს პასუხს იმაზე, კეთილად გიბრძანა თუ ცუდად, შენ კი იმაზე აგებ პასუხს, კარგად გაიგონე თუ ცუდად |
 |
|
მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა [გვ. 66] |
|
| თემა: მოძღვარი მოძღვარი: წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი დამატების დრო: 20.06.2011
|
უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობილი, ისევ მაღლა აღემართო. |
 |
|
სულიერ მოძღვართა შესახებ [გვ. 13] |
|
| თემა: მოძღვარი მოძღვარი: იოსებ ათონელი(ისიხასტი) დამატების დრო: 14.01.2011
|
ძალისაებრ იღვაწე, რათა შენს ბერს ტვირთი შეუმსუბუქო, რათა შემწეობა და მოთმინება გქონდეს გასაჭირში. საკუთარი გამოცდილებით შევიცანი, როგორ პასუხისმგებლობასა და ტვირთს იღებს მოძღვარი თავის თავზე და რარიგ იტანჯება, ვიდრე შექმნიდეს ერთ ღირსეულ სულს უღირსისაგან და სამოთხეში შეიყვანდეს - მით უმეტეს, თუ ის (სული) უხეში ბუნებისა აღმოჩნდა |
 |
|
მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა [გვ. 65] |
|
| თემა: მოძღვარი მოძღვარი: იოსებ ათონელი(ისიხასტი) დამატების დრო: 14.01.2011
|
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყოლება მლოცველი, რომელიც შეავედრებს მას შენს თავს; ხოლო თუკი ბერს დაანაღვლიანებ, მაშინ ვინღა ჰყოფს უფალს შენზე მოწყალედ? |
 |
|
მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა [გვ. 65] |
|
| თემა: მოძღვარი მოძღვარი: არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი დამატების დრო: 24.03.2011
|
ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებლი და ამ წმინდა ადგილიდან უსარგებლო სიტყვათა წარმოთქმა არ შეუძლია. ამბიონიდან თქმული თვით ყველაზე უმნიშვნელო სიტყვაც კი მუდამ მართლმადიდებლური ჭეშმარიტებით გვმოძღვრავს. |
 |
|
აღსარების აგების გამოცდილება [გვ. 6] |
|
| თემა: მოძღვარი მოძღვარი: წმ. ეფრემ ასური დამატების დრო: 17.06.2011
|
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მორჩილება.
შეიყვარე ღვთისმსახურნი, ისინი მრავალმოწყალე ღმერთის მეგობრებია და ღმერთთან ჩვენი და მთელი სამყაროს ქომაგები არიან.
ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს. |
 |
|
სულიერ მოძღვართა შესახებ [გვ. 10] |
|
|
|