საკუთარი თავის გამტყუნება, დადანაშაულება - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვის დაწყებამდე საჭიროა სულიერი განსჯა – თავმდაბალი აზრები, თავისბრალობა, სიკვდილის ხსენება და ა. შ., რომ ადამიანმა ლოცვის დროს ღვთისგან შეწევნა მიიღოს.
სიმდაბლესა და თავისბრალობას ღვთის მადლი მოაქვს. მადლი კი, თავის მხრივ, გულმოდგინებას გვანიჭებს და ლოცვა გვიადვილდება.
ვაი ჩვენ, როცა გვასწავლიან და არ ვასრულებთ, თავს არ ვაიძულებთ; როცა თავის იძულებისთვის ყველანაირი საშუალება გვეძლევა, ჩვენ კი უმოქმედონი ვრჩებით. მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, როგორც უღირსი... იხილეთ სრულად
გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმა... იხილეთ სრულად
ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.
თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გამუდმებით ილოცეთ. შინაგანად დაიდანაშაულეთ თავი, ნუ გაიმართლებთ თავს.
მივიღე შენი სევდიანი წერილი. ყურადღებით წავიკითხე, ჩემი სული ტკივილით აღივსო, ვტიროდი, ცრემლითა და გლოვით ვილოცე შენთვის. მოითმინე, შვილო, ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ძალიან უყვარხარ. ალბათ, კარგად რომ ყოფილიყავი, ყურადღებით არ... იხილეთ სრულად