წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ლოცვა, მადლი, თავმდაბლობა, საკუთარი თავის გამტყუნება, დადანაშაულება, საკუთარი თავის განკითხვა, საკუთარი თავის იძულება
ვაი ჩვენ, როცა გვასწავლიან და არ ვასრულებთ, თავს არ ვაიძულებთ; როცა თავის იძულებისთვის ყველანაირი
ვაი ჩვენ, როცა გვასწავლიან და არ ვასრულებთ, თავს არ ვაიძულებთ; როცა თავის იძულებისთვის ყველანაირი საშუალება გვეძლევა, ჩვენ კი უმოქმედონი ვრჩებით. მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, როგორც უღირსი, საწყალობელი და მცონარე? თავისბრალობით და სიმდაბლით მაინც მოვიპოვოთ კვლავ ლოცვისთვის თავის იძულების უნარი, რადგან სიმდაბლესა და თავისბრალობას ღვთის მადლი მოაქვს. მადლი კი, თავის მხრივ, გულმოდგინებას გვანიჭებს და ლოცვა გვიადვილდება.