
ერთია ღმერთი, გაცხადებადი სამ ნათელში. ამგვარია სამების წმიდა ბუნება
ერთია ღმერთი, გაცხადებადი სამ ნათელში. ამგვარია სამების წმიდა ბუნება
სადაც ლოცვა მოქმედებს, იქვეა ქრისტე მამასა და სულიწმიდასთან ერთად – სამება ერთარსი და განუყოფელი.
მამა ყოველივეს ქმნის სიტყვით სულის მიერ, რამეთუ სადაც არის სიტყვა, იქაა სულიც და ქმნადსაც სიტყვით სულისაგან აქვს მიღებული არსებობის ძალა ძის მიერ.
ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია. მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღმრთაება.
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათელისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
მთავარი არსი ეკლესიისა არის ის, რომ მორწმუნე, მისი წევრი, განუწყვეტელ კავშირშია მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და წმიდა სულთან. ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ადამიანისა ღმერთთან (იოვანე 17, 21-26).
ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ არა გარეგანი ნიშნებით, არამედ შინაგანი არსებით, როგორც გაერთიანებულია სამპიროვანი წმიდა სამება ერთარსებად, და ქრისტიანთა ეს გაერთიანება ერთ აზრსა და ერთსულოვნებაში უნდა ვლინდებოდეს.
სამება არის ერთი ღმერთი. იგი განუყოფელია და მსგავსია მხოლოდ საკუთარი თავისა. არის წმიდა და სრულყოფილი სამება, შეცნობადი მამაში, ძეში და წმიდა სულში, ესაა ერთი ღმერთი, რომელსაც თავის თავში არაფერი აქვს უცხო ან გარედან მიღებული.
ჩვენი ცხონება დამოკიდებულია მამა ღმერთის კეთილ ნებაზე, ძე ღმერთის დამსახურებასა და სული წმიდის მადლზე“. ამიტომაა, მართლმადიდებელთა ღმრთისმსახურების თითქმის ყველა ლოცვა სამების: მამის, ძისა და სული წმიდის განდიდებით რომ მთავრდება.
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა, ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმიდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან. წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია, საიდანაც სიყვარულის სითბო... იხილეთ სრულად