იმედი სასოება - ციტატები, გამონათქვამები
ხსნის იმედს ნურასოდეს დაკარგავ, გოდებით მოუხმე უფალს და იტირე. ღმერთი არასოდეს უგულებელყოფს ცხონების მსურველ და მონანულ სულს, როგორც არ უნდა დაშავდეს ის ბრძოლისას.
სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები; იმედს ნუ გადაიწურავ. იმედის მქონე არასოდეს შერცხვება.
სასოწარკვეთილება ეშმაკის იარაღია, რომელმაც ბევრი დასცა, სასოებამ კი მრავალი იხსნა უწმინდურობის ორმოში ჩავარდნისგან.
კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი – ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები.
ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს – იმედი არასოდეს დაკარგოს. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს და შესცოდოს, სასოწარკვეთილებით ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, არამედ იმედით უნდა აღივსოს და ბრძოლისთვის მოემზადოს, ვიდრე ღვთის მოწყალება მოვა და გა... იხილეთ სრულად
მხნეობა, რომელიც გაქვს და ამ განსაცდელებში შეგეწევა, ღვთის მადლია. მხნეობის, სასოების და რწმენის გარეშე კი ასეთი განსაცდელები დიდი საფრთხეა.
ურყევი სასოება გქონდეს, რადგან ეს მიანიშნებს, რომ სახლი კლდეზეა დაფუძნებული, ხოლო კლდე ქრისტეა.