ავტორი:
ილია II
ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან!
ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან!
ქრისტეს წმინდა ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან. დიდი განსაცდელების მიუხედავად, იგი ბოლომდე უბიწოდ და შეურყვნელად დაიცავს მაცხოვრის მცნებებს, წმინდა გარდამოცემას, წმინდა მამების სწავლებას, შვიდი მსოფლიო კრებისა და ათი ადგილობრივი კრების განჩინებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს კვლავაც ექნება შესაძლებლობა განწმენდისა და გადარჩენისა; ანუ იმედი არასოდეს ჩაქრება, რასაც თავისი უდიდესი ბრწყინვალებით აღდგომის დღესასწაული გვიცხადებს.