სასულიერო ხელისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
826. ზოგჯერ სოფელს ჩვენს მიერ ხელდასხმული მღვდლები უკვე ემსახურებიან. ხოლო სხვები, ანუ სხვაგან ხელდასხმულნი, მოსახლეობის თანხმობით, სოფლის საეკლესიო დასში ირიცხებიან და ისინიც ასევე მსახურებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც იმავე ადგილას სოფლის მცხოვრებთა თანხმობის გარეშე, ძლიერთა ნებით დაადგინეს. ყველა მათგანს მოეთხოვება საერო, პირადი მსახურება და გადასახადი, თუ არა? იხილეთ სრულად
825. სოფელმა, რომელსაც მღვდლები სჭირდება, ორ ადამიანზე დაამოწმა, რომელთაგან ერთი ორჯერ დაქორწინებული და მდიდარია, ხოლო მეორე ღარიბია. რომელი დავადგინო?
823. თუ მე არ ვიცნობ იმ ადამიანებს, რომელთაც სოფლის ეკლესიებისთვის უნდა დავასხა ხელი, მაშინ როგორ მოვიქცე?
822. სქოლასტიკოსტთა შორის ერთი მონაზონი ეძიებდა, რომ მისთვის წმინდა ქალაქ იერუსალიმის ტაძარში პრესვიტერად დაესხათ ხელი. აჰყვა რა ზოგიერთების შუამდგომლობას, ეპისკოპოსმა მის სქოლასტიკოსობას ყურადღება მიაქცია და დიაკვნად აკურთხა ის. ამის შემდეგ ეპისკოპოსს სთოხვეს, რომ პრესვიტერადაც დაესხა მისთვის ხელი. მაგრამ მან ნამოქმედარი შეინანა და შეკითხვა გაუგზავნა იმავე ბერს: კარგად მოვიქეცი თუ არა, დიაკვნად რომ ვაკურთხე ის, და დავასხა ხელი პრესვიტერად თუ არა? იხილეთ სრულად
821. მყავს ღვთისმოსავი და სასარგებლო მდივანი - ადამიანი, რომელზეც ყველანი ასე მოწმობენ; მაგრამ მე ვერ ვბედავ მის ხელდასხმას, რადგან ჩემიანს თუ დავასხამ ხელს, ზოგიერთები დაბრკოლდებიან; რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
814. მანვე მეორე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო! ვის შეიძლება დავასხა ხელი ღვთისმსახურებისათვის და როგორ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს ის?
803. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: აუცილებლად იმ სამი პიროვნებიდან მისცემდა მათ ღმერთი ეპისკოპოსს თუ არა?
802. ხალხის მიერ მოძულებულ ერთ ეპისკოპოსს, ვერცხლისმოყვარეობის და სხვა დაცემების გამო მსჯავრი დასდეს. ადგილობრივმა კრებამ ის ამხილა, უარყოფითი სიგელებით დაადასტურა ეს და ერთობლივი განაჩენით, მან საყდარი დატოვა. იმ ქალაქის მცხოვრებლებმა კი, რომელთაც ეპისკოპოსობის ღირსად სამი პიროვნება მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომელი მათგანი აერჩიათ, ამის თაობაზე დიდ ბერს ბარსანუფის შეკითხვა გაუგზავნეს იხილეთ სრულად
587. როდესაც ძმათაგან ვინმე შესცოდავს, როგორ ვამხილო ის, ცალკე თუ ძმების თანდასწრებით?
586. როგორები უნდა იყვნენ კეთილმოწესე და ეკონომოსი ძმებთან დამოკიდებულებაში?