826. ზოგჯერ სოფელს ჩვენს მიერ ხელდასხმული მღვდლები უკვე ემსახურებიან. ხოლო სხვები, ანუ სხვაგან ხელდასხმულნი, მოსახლეობის თანხმობით, სოფლის საეკლესიო დასში ირიცხებიან და ისინიც ასევე მსახურებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც იმავე ადგილას სოფლის მცხოვრებთა თანხმობის გარეშე, ძლიერთა ნებით დაადგინეს. ყველა მათგანს მოეთხოვება საერო, პირადი მსახურება და გადასახადი, თუ არა?
იხილეთ სრულად
სოფლის წარდგინებით ხელდასხმულნი ან დადგენილნი არ უნდა ექვემდებარებოდნენ არც პირად მსახურებას და არც გადასახადს. ასევე ზოგიერთი ძლიერი პიროვნების წარდგინებით ან რწმუნებით დადგენილებმაც არ უნდა იმსახურონ პიროვნულად, არამედ საკუთრებით უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაგვიგონია, რომ ისინი შემოწირულობის საფუძველზე არიან ხელდასხმულნი. რამეთუ ეს საქმე რაღაცნაირად შეიძლება მოსათმენი იყოს (აქ ორიგინალში რამოდენიმე სიტყვა გაცრეცილია ...
link
825. სოფელმა, რომელსაც მღვდლები სჭირდება, ორ ადამიანზე დაამოწმა, რომელთაგან ერთი ორჯერ დაქორწინებული და მდიდარია, ხოლო მეორე ღარიბია. რომელი დავადგინო?
823. თუ მე არ ვიცნობ იმ ადამიანებს, რომელთაც სოფლის ეკლესიებისთვის უნდა დავასხა ხელი, მაშინ როგორ მოვიქცე?
822. სქოლასტიკოსტთა შორის ერთი მონაზონი ეძიებდა, რომ მისთვის წმინდა ქალაქ იერუსალიმის ტაძარში პრესვიტერად დაესხათ ხელი. აჰყვა რა ზოგიერთების შუამდგომლობას, ეპისკოპოსმა მის სქოლასტიკოსობას ყურადღება მიაქცია და დიაკვნად აკურთხა ის. ამის შემდეგ ეპისკოპოსს სთოხვეს, რომ პრესვიტერადაც დაესხა მისთვის ხელი. მაგრამ მან ნამოქმედარი შეინანა და შეკითხვა გაუგზავნა იმავე ბერს: კარგად მოვიქეცი თუ არა, დიაკვნად რომ ვაკურთხე ის, და დავასხა ხელი პრესვიტერად თუ არა?
იხილეთ სრულად
ბერმა უპასუხა: რაც მოხდა, ის ისევე დარჩეს. ამაზე ნუ წუხხარ, რაემთუ ღმერთი ძლიერია და მას შეუძლია თავის ნებით ძმა ჭეშმარიტების შეცნობამდე მიიყვანოს. მაგრამ, ამჟამად მოერიდე მის პრესვიტერად ხელდახმას. როცა ის ამ საქმის შესაფერის ნაყოფებს წარმოაჩენს, ღმერთი გაუწყებს ამას, რამეთუ შორს არაა ჩვენგან (საქმე მოც. 17, 27). რაც შეეხება სქოლასტიკოსის სახელს, ან თუნდაც მხოლოდ ამ ქვეყნიურ სიბრძნეს, შენ ამას ყურადღებას არ უნდა აქცევდე. რამეთუ ადამიანს თუ ზემოდ...
link
821. მყავს ღვთისმოსავი და სასარგებლო მდივანი - ადამიანი, რომელზეც ყველანი ასე მოწმობენ; მაგრამ მე ვერ ვბედავ მის ხელდასხმას, რადგან ჩემიანს თუ დავასხამ ხელს, ზოგიერთები დაბრკოლდებიან; რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
იხილეთ სრულად
მდივანთან დაკავშირებით არასამართლიანად მსჯელობ. ის რომ ცუდი და უუნარო ადამიანი იყოს და სხვებიც რომ არ ამბობდნენ მასზე კარგს, მაშინ შენი მსჯელობა სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ რაკი, პირიქით, მასზე ამოწმებენ, რომ ის კეთილი და გამოცდილი ადამიანია, ამიტომ თავის მართლების გამო ნუ დაარღვევ მოციქულის მცნებას, რომელიც ასეთი ადამიანების ხელდასხმას გვიბრძანებს. უნდა იცოდე: როდესაც ვინმე რაღაც საქმეს ღვთის შიშით აკეთებს და გულით არ იხრება ადამიანის შეხედულებ...
link
814. მანვე მეორე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო! ვის შეიძლება დავასხა ხელი ღვთისმსახურებისათვის და როგორ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს ის?
იხილეთ სრულად
ღვთის წმინდა სამსხვერპლოს მსახურებისთვის ღვთის ღირსეულ და კეთილმსახურ ადამიანებს უნდა დაასხა ხელი, წერილის თანახმად განსაკუთრებით ისეთებს, რომლებზეც ბევრნი მოწმობენ (1 ტიმ. 3, 7; საქმე 22, 12). ასეთების ხელდასხმას უნდა ეცადოთ და ხელდასხმის შემდეგ თქვენი სამართლით უნდა მართოთ ისინი, იმიტომ რომ ეკლესიის სამართლიანობისთვის თუ თქვენ ამ მოვალეობისაგან გადაიხრებით, ღმერთი ანგარიშს მოგთხოვთ. მაგრამ ასეთი მოქმედებით, ღმერთს თქვენს ნებას დაანახვებთ, რომ ღ...
link
803. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: აუცილებლად იმ სამი პიროვნებიდან მისცემდა მათ ღმერთი ეპისკოპოსს თუ არა?
იხილეთ სრულად
თუ მათ ეს თანხმიერად, გულის სიმართლით და ღვთის რწმენით სურთ, არა მარტო ერთ-ერთ მათგანს მისცემს, არამედ როდესაც სთხოვენ, ღმერთი მათ ზეციდან ანგელოზსაც, ანუ ანგელოსთასწორ პიროვნებასაც გამოუგზავნის, რამეთუ არ შეუძლია იცრუოს მან, ვინც თქვა: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს“ (მათე 7, 7-8); ხოლო, ვინც უსარგებლოდ ითხოვს, მათთვის ნათქვამია: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“ (იაკ. 4, 3).
link
802. ხალხის მიერ მოძულებულ ერთ ეპისკოპოსს, ვერცხლისმოყვარეობის და სხვა დაცემების გამო მსჯავრი დასდეს. ადგილობრივმა კრებამ ის ამხილა, უარყოფითი სიგელებით დაადასტურა ეს და ერთობლივი განაჩენით, მან საყდარი დატოვა. იმ ქალაქის მცხოვრებლებმა კი, რომელთაც ეპისკოპოსობის ღირსად სამი პიროვნება მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომელი მათგანი აერჩიათ, ამის თაობაზე დიდ ბერს ბარსანუფის შეკითხვა გაუგზავნეს
587. როდესაც ძმათაგან ვინმე შესცოდავს, როგორ ვამხილო ის, ცალკე თუ ძმების თანდასწრებით?
იხილეთ სრულად
თუ დანაშაული დიდია, მაშინ ძმების თანდასწრებით ამხილე, მაგრამ წინასწარ უნდა უთხრა მას: „თუ არ გამოსწორდები, ძმების თანდასწრებით განვაცხადებ ამას“. ასე უფალმა გვამცნო: „ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი, ან ორი სხუაი“ (მათე 18, 15). და ა.შ. ხოლო, როდესაც შეცოდება უმნიშვნელოა, მაშინ ცალკე ამხილე და ეპიტიმიაც დაადე.
link
586. როგორები უნდა იყვნენ კეთილმოწესე და ეკონომოსი ძმებთან დამოკიდებულებაში?