სიბრძნისმოყვარება - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნისმოყვარება - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნისმოყვარება, გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა, როგორც მზადება სიკვდილისათვის.
"ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარენი და ძმათმოყვარენი, - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ესწრაფვიან ქმნას სიკეთისას თავად სიკეთისათვის და არა პატივისათვის ცათა შინა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თხზ. მ. 1889. გვ.97).
ყოველთვის ელოდე, მაგრამ ნუ გეშინია სიკვდილის: ისიც და ესეც სიბრძნისმოყვარეობის ჭეშმარიტი ნიშნებია.
სიბრძნისმოყვარეობა ტანჯვისგან უფრო მხნევდება, და უბედურებებში მტკიცდება, როგორც გამოწრთობილი რკინა ცივ წყალში.
თუ ერთიანდება სიტყვა და ცხოვრება (საქმე), მაშინ ისინი შეადგენენ სიბრძნისმოყვარების მთელ სილამაზეს.
ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს. ვინც თავის გულში მის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის იდუმალებებს. მისდიე უკან მდევარივით და გზებზე ჩაუსაფრდი. ვინც მის სარკმელში შეიხედ... იხილეთ სრულად
არაფერი ისე არ განაწყობს სულს სიბრძნისმოყვარეობის მიმართ, როგორც - მწუხარება.
94. ნურარას ჰგონებ უდიდებულეს სიბრძნისმოყუარებისა; რამეთუ არს იგი დედა შჯულისა, და თანა-მოსაყდრე ღმრთისა მეუფებისაი