ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს. ვინც თავის გულში მის

ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს.
    ვინც თავის გულში მის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის იდუმალებებს.
    მისდიე უკან მდევარივით და გზებზე ჩაუსაფრდი.
    ვინც მის სარკმელში შეიხედავს, ის მის კარებთანაც მოისმენს.
    ვინც მისი სახლის მახლობლად დაივანებს, ის ჩააჭედებს ლურსმანს მის კედლებში;
    მის ახლოს აღმართავს თავის კარავს და კეთილ სავანეში განისვენებს.
    მის ჭერქვეშ დასვამს თავის შვილებს და მის რტოებქვეშ დაიმკვიდრებს.
    მისით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში იცხოვრებს.
    თ. 13-14
 
0