სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა ჩვენი სულის თვალები და ფრთებია. ის სიმხნევესა და ძალას გვაძლევს, რომ პირისპირ ვიხილოთ ღმერთი.
გონიერი ლოცვისთვის დიდი გულმოდგინებით, მოთმინებით, შემართებითა და სიმდაბლით იშრომეთ. უნდა იცოდეთ, რომ ლოცვის ამ მეთოდის დაუფლებას ალალბედზე ვერ შევძლებთ. მას საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს გონიერი ... იხილეთ სრულად
შვილო, სიმხნევეს ნუ დაკარგავ. მთელი შენი სულიერი ძალით ებრძოლე მტერს და ღვთის მადლი არ დაუშვებს, რომ რაიმე გევნოს.
მოითმინეთ, შვილებო, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. მტკიცედ იმეორეთ ლოცვა. გონებას მიწიერზე ფიქრით ნუ გაფანტავთ, თუნდაც მრავალი საზრუნავი გქონდეთ. მათ, როგორც წარმავალს, ისე შეხედეთ. მხოლოდ ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეთ მუდამ თვალწინ... იხილეთ სრულად
გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყა... იხილეთ სრულად
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.
ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს, არამედ ღვთის მტკიცე რწმენით აღიჭურვე, რადგან უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე.
სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს შემოგერტყმებათ, არამედ კეთილი აზრებით აენთეთ და გაიხსენეთ უფლის სხვადასხვა გამონათქვამი. ეს გონებას გაგინათებთ და მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველ განსაცდელს.