წავიდა იგი ამ სოფლიდან შერცხვენილი და უსახელო
მოწყალების და სიხარბის მაგალითები
რაში გამოიხატება ყაირათიანობა?
როგორ შეიძლება ცოდვებზე წუხილი და მარხვა გაუცნობიერებლად?
ძუნწმა, რომელმაც ხელები სიმდიდრეზე მოჭერით დაიზიანა, თავის გულსაც მოუჭირა ხელი და იგი ქვასავით გახადა. მას განსაკუთრებულად სჭირდება შეურვებულ ადამიანთა მონახულება, მათდამი თანაგრძნობის განცდა, და მაშინ იგი იძულებული გახდება თანდათ...
იხილეთ სრულად
ძუნწმა, რომელმაც ხელები სიმდიდრეზე მოჭერით დაიზიანა, თავის გულსაც მოუჭირა ხელი და იგი ქვასავით გახადა. მას განსაკუთრებულად სჭირდება შეურვებულ ადამიანთა მონახულება, მათდამი თანაგრძნობის განცდა, და მაშინ იგი იძულებული გახდება თანდათან გახსნას თავისი ხელი. ამით მისი ქვის გული დალბილდება და ადამიანური გახდება. ასევე განეხუნება მისთვის ბჭენი სამოთხისანი.
link
არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ,...
იხილეთ სრულად
არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ, თავის მიერ დაგროვილი სიმდიდრით თავისთვის ჯოჯოხეთს არ იყიდის. ვინც თავს სახმარი საგნების გამო კარგავს, მან სრულიად დაკარგა გონება, რადგან იგი ქრისტეს კარგავს.
link
მოთხრობა თანამედროვე ცხოვრებიდან
ძუნწი ანგარებისმოყვარე, რომელსაც მრავალი ამქვეყნიური სიკეთე აქვს, მაგრამ მოკლებულია სიმშვიდესა და მყუდროებას, შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელიც გარედან დაფარულია ფოთლებით და დახუნძლულია ნაყოფით, მაგრამ შიგნიდან კი ჭიები ხრავენ და ახ...
იხილეთ სრულად
ძუნწი ანგარებისმოყვარე, რომელსაც მრავალი ამქვეყნიური სიკეთე აქვს, მაგრამ მოკლებულია სიმშვიდესა და მყუდროებას, შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელიც გარედან დაფარულია ფოთლებით და დახუნძლულია ნაყოფით, მაგრამ შიგნიდან კი ჭიები ხრავენ და ახლოსაა სრულ განადგურებასთან
link
მომხვეჭელობის გამოვლინებანია ვერცხლისმოყვარეობა და სიძუნწე
632. როდესაც მსურს მიცემა, მაგრამ აზრი ეჭვს აღმიძრავს და მეუბნება, რომ არ მივცე, მაშინ როგორ მოვიქცე?