ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები
არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ,... იხილეთ სრულად
„რას იუნჯებ, რას ამპარტავნებ, რას იქადი ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, ცოდნას! როცა მოვალ, – ამბობს სიკვდილი, – რისი ღირსნიც ხართ, იმას მოგაგებთ! როცა ბნელ სამარეში აღმოჩნდებით, მაშინ მიხვდებით მიწიერ სიკეთეთა სარგებელს!"
18. ავხორცს უყვარს ფული, რათა მისი მეშვეობით ინეტაროს; პატივმოყვარეს, - რათა სახელი მოიხვეჭოს; ხოლო ურწმუნოს, - რათა დამალოს და შეინახოს იგი, რადგან ან შიმშილის, ან სიბერის, ან ავადმყოფობის, ან დევნის ეშინია და ფულის იმედი უფრო მე... იხილეთ სრულად
16. ოქრო არა იმდენად საჭიროების გამოა ადამიანთათვის სასურველი, რამდენადაც იმის გამო, რომ ბევრი მისი მეშვეობით ავხორცობას იკმაყოფილებს.
7. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის მიზეზი; ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა - მოყვასის სიძულვილისა; მათი მშობელი. თავმოყვარეობა, კი ორივეს მიზეზია.
4. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა. და როცა ეს ასეა, მაშინ არაფერია ბოროტი, გარდა ბოროტად გამოყენებისა, რაც ბუნების (... იხილეთ სრულად