ილია II
ავტორი: ილია II

ასეთი ადამიანი არარაობასაა მინდობილი

ასეთი ადამიანი არარაობასაა მინდობილი

ის, ვინც ეძიებს ქვეყნად მხოლოდ ხორციელ საზრდოს, და სიცოცხლის გამჩენს არ ეძიებს, ვისაც ადამიანის დანიშნულებად მიაჩნია მხოლოდ ბევრის მოხვეჭა, ბევრის ჭამა, საუკეთესო ტანსაცმელი და სხვა არარა, სწორედ რომ არარაობასაა მინდობილი. ასეთ კაცს ვერ შეუგნია ეს ადგილი მათეს წმიდა სახარებიდან: და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა ჰშურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი (მათე 6,28-29). სოლომონიც კი არ შემოსილაო ისე თავისი დიდების ზენიტზე, - ბრძანა მაცხოვარმა, როგორც შროშანი ველისა, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის.

გაუხსენით გული და გონება სარწმუნოებას, ჩვენი სამწყსოს საყვარელო შვილებო, შეიმოსეთ მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ატარეთ იგი სიყვარულით და თქვენ იქნებით უფრო ბრწყინვალედ შემოსილი, ვიდრე ყოველი ყვავილი ველისა, ვიდრე ყოველი მეფე, ოქროქსოვილით შემოსილი დიდების ტახტზე.

ასეთი ადამიანი არარაობასაა მინდობილი

2