გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმა...
იხილეთ სრულად
გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმარება, როცა ადამიანი სხეულით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ღვაწლს მადლიერება და თავისბრალობა ცვლის.
link
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გ...
იხილეთ სრულად
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გააჩნიათ. ისინი არ არიან წმინდა სულიერი არსებები, როგორც ღმერთი, რომელიც შეუხებელი ნათელია. მაშინ ადამიანებიც ასე ანგელოზებრივნი გახდებიან. მაშინ ეკლესიურ მორწმუნეთა სიმრავლე ქრისტეს შეუერთდება. რა გულთბილად და მამობრივად...
link
სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა იღვაწო, რათა მუდამ სულს დამონებული იყოს. საერთოდ არ შეგეცოდოს. ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რ...
იხილეთ სრულად
სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა იღვაწო, რათა მუდამ სულს დამონებული იყოს. საერთოდ არ შეგეცოდოს. ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რამეთუ, შენ თვითონ თუ არ გესმის, რას ამბობ, ღმერთს როგორ შეუთანხმდები, როგორ მოგცეს, რასაც სთხოვ?
link
ყველაფრის ბოლო კი ის არის, რომ, როდესაც ჩვენი სული წავა, დატოვებს მიწას - ყველა ჩვენგანის დედას, უჩინო სხეულს, მაშინ ჩვენს ნამდვილ სამშობლოში გადავდივართ და ანგელოზებს, როგორც ძმებს, ვესაუბრებით, საღმრთო ამბორს ვუცვლით ერთმანეთს, ...
იხილეთ სრულად
ყველაფრის ბოლო კი ის არის, რომ, როდესაც ჩვენი სული წავა, დატოვებს მიწას - ყველა ჩვენგანის დედას, უჩინო სხეულს, მაშინ ჩვენს ნამდვილ სამშობლოში გადავდივართ და ანგელოზებს, როგორც ძმებს, ვესაუბრებით, საღმრთო ამბორს ვუცვლით ერთმანეთს, მუდმივად განცვიფრებულ-განკვირვებულნი ზეციური მწყობრებით, მანამ, სანამ ჩვენს მეუფესა და მაცხოვარს მივწვდებით და მასთან უკვე განუყრელნი ვიქნებით.
link
თავმოყვარეობა - ყველა სხვა ვნების დასაწყისი
52. როგორც სხეულისთვის არსებობს ნივთიერი სამყარო, ასევე გონებისთვის - წარმოსახვითი სამყარო და როგორც დედაკაცის სხეულთან მრუშობს სხეული, ასევე გონებაც წარმოსახული დედაკაცის სხეულთან მრუშობს თავისი წარმოსახული სხეულით, რამეთუ ის წარ...
იხილეთ სრულად
52. როგორც სხეულისთვის არსებობს ნივთიერი სამყარო, ასევე გონებისთვის - წარმოსახვითი სამყარო და როგორც დედაკაცის სხეულთან მრუშობს სხეული, ასევე გონებაც წარმოსახული დედაკაცის სხეულთან მრუშობს თავისი წარმოსახული სხეულით, რამეთუ ის წარმოსახვით თავის სხეულს წარმოსახული დედაკაცის სხეულთან ერთად ხედავს. ასევე იგი ფიქრში სამაგიეროს მიაგებს თავის წარმოსახულ მაწუხებელს. იგივე ხდება სხვა ცოდვათა შემთხვევაშიც, რამეთუ რასაც სხეული ნივთიერ სამყაროში საქმით აკეთ...
link
51. როცა ხედავ, რომ წუთისოფელზე ფიქრისას შენი გონება ღვთისმოსაობითა და მართებულად მოქმედებს, იცოდე, რომ შენი სხეულიც წმინდა და უცოდველია. ხოლო, როცა ცოდვილი ფიქრებით მოცულ გონებას ხედავ და ამას არ აღკვეთ, მაშინ იცოდე, რომ შენი სხე...
იხილეთ სრულად
51. როცა ხედავ, რომ წუთისოფელზე ფიქრისას შენი გონება ღვთისმოსაობითა და მართებულად მოქმედებს, იცოდე, რომ შენი სხეულიც წმინდა და უცოდველია. ხოლო, როცა ცოდვილი ფიქრებით მოცულ გონებას ხედავ და ამას არ აღკვეთ, მაშინ იცოდე, რომ შენი სხეულიც არ დააყოვნებს იმავე ცოდვაში ჩავარდნას.
link
35. სხეულის მანკიერება არის საქმით აღსრულებული ცოდვა
30. ყველა სხეული მოქმედების უნარის არმქონეა; ისინი სულის მეშვეობით მოქმედებენ. ზოგი გონიერი სულით მოქმედებს, ზოგი - უგუნურით, ზოგი კი - უგრძნობით.
12. როცა გონება ღვთისაკენ მიილტვის, მაშინ სხეულს იმონებს და, სიცოცხლისათვის აუცილებლის გარდა, არაფერს აძლევს მას; ხოლო როცა გონება სხეულისაკენ იხრება, მაშინ მისი ვნებების მონა ხდება და "ხორცისათვის ზრუნვას ავხორცობად აქცევს" (რომ....
იხილეთ სრულად
12. როცა გონება ღვთისაკენ მიილტვის, მაშინ სხეულს იმონებს და, სიცოცხლისათვის აუცილებლის გარდა, არაფერს აძლევს მას; ხოლო როცა გონება სხეულისაკენ იხრება, მაშინ მისი ვნებების მონა ხდება და "ხორცისათვის ზრუნვას ავხორცობად აქცევს" (რომ.13,14).
link