
წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა
ეს სხეული, რომელიც მიწა და სიმყრალეა, ღვთის დიდების სწორი, ანგელოზებრივი ყოფის ღირსი გახდება! ახლა ადამიანები ანგელოზებთან – წმინდა სულიერ არსებებთან – შედარებით ნივთიერნი არიან. ანგელოზებს კი ღმერთთან შედარებით რაღაც „ნივთიერი“ გააჩნიათ. ისინი არ არიან წმინდა სულიერი არსებები, როგორც ღმერთი, რომელიც შეუხებელი ნათელია. მაშინ ადამიანებიც ასე ანგელოზებრივნი გახდებიან. მაშინ ეკლესიურ მორწმუნეთა სიმრავლე ქრისტეს შეუერთდება. რა გულთბილად და მამობრივად ამბობს ამაზე ჩვენი უფალი: „მამაო, – მიმართავს თავის მამას, – რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რათა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე“