1221. ვინ შექმნა ღმერთმა სულ ბოლოს?
1221. ვინ შექმნა ღმერთმა სულ ბოლოს?
განმარტება:
სიკვდილის ჟამს სული ტოვებს სხეულს.
1. თუ სრული ძალისხმევით და თავგამოდებით ისწრაფვის მიაღწიოს ღმრთიურ სრულყოფილებას, განსაკუთრებით ღმრთივსათნო, მართალი და მადლიანი ცხოვრებით.
2. თუ კეთილად იუნჯებს მისთვის ბოძებულ ნიჭს.
1. სამოთხიდან განდევნა,
2. საუკუნო ნეტარების დაკარგვა,
3. სიკვდილის მეუფება ანუ ხორცის უკვდავების დაკარგვა,
4. გულისხმისყოფის მოუძლურება ღმრთისა და ღმრთიური საქმეების წვდომისათვის,
5. ბოროტებისაკენ მიდრეკილება,
5. მრავალი სულიერი და ხორციელი გვემა.
განმარტება:
I. რამდენადაც ადამიანი შექმნილია ღმრთის ხატად და მსგავსად, თითოეული ადამიანის სული ისწრაფვის ღმრთისაკენ და კმაყოფილდება მხოლოდ მაშინ, როცა ჰპივებს სიმშვიდეს ღმერთში.
II. თუ ადამიანი ცდილობს თავისი შესაძლებლობის სიკეთის საქმნელად წარმართოს, მაშინ მიემსგავსება ღმერთს და ღმერთიც შეეწევა; მაგრამ თუ თავის ნიჭებს ბოროტისკენ წარმართავს, მაშინ ემსგავსება ეშმაკს.
III. თითოეული ადამიანი ცოდვისკენაა მიმართული და ეს მიდრეკილება უკვე ბავშვობაში იჩენს თავს: მათ თავისით, სწავლების გარესე შუძლიათ იცრუონ, იპარონ, მრისხანებდნენ, ახირებით დაიჟინონ, ტანჯონ ცხოველები და სხვა. ბოროტებისაკენ ასეთ მიდრეკილებას წმიდა მოციქული პავლე უწოდებს: "სჯულსა ცოდვისასა". ის ამბობს: "რამეთუ თანა-მნებავს მე სჯულსა თანა-მნებავს მე სჯულსა ღმრთისსა შინაგანითა მით კაცითა. და ვხედავ სხუასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელ-იგი წინა-განეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაითა, რომელ-იგი არს შინა ჩემთა" (რომ. 7,22-23).
IV. ცნობილია, რომ ბავშვები მემკვიდრეობით იღებენ მშობლებისგანროგორც ნიჭებს, ასევე ნაკლს, მანკიერებებსა და მიდრეკილებებს ზოგიერთი ცოდვისადმი. ამიტომ ცხადია, ჩვენი პირველმშობლების პირველქმნილ ცოდვას, მათ პირველ ამბოხს ღმერთის წინააღმდეგ როდენ ღრმა და საბედისწერო შედეგები ექნებოდა მათი შთამომავლობისათვის.
V.მხსენელის შესახებ აღთქმა ცოდვით დაცემისთანავე მიეცათ, როცა ღმერთმა ბრძანა, რომ მოვა ის, ვინც შემუსრავს გველის თავს, ანუ დაამარცხებს ეშმაკს, რომელმაც აცდუნა პირველი დედაკაცი-ევა (დაბ. 3,15). ეს აღთქმა ხელახლა მიეცა აბრაამ მამამთავარს, რომელსაც ეუწყა, რომ ერთ-ერთმა მისი შთამომავალთაგანი დედამიწის ყველა ხალხებბს მოუტანს სიხარულს და ხსნას (დაბ. 22,18). წმიდა პავლე მოციქული წერს, რომ ეს აღთქმა აღსრულდა ქრისტეში (გალ. 3,16-19). კაცობრიობისთვის მხსნელი აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ადამიანი ადვილად სცოდავს, მაგრამ ცოდვისგან თავის დახსნა მას თავად არ ძალუძს.
VI. ადამიანის ორივე შემადგენელი ნაწილი, ე.ი. სხეული და სული, სულიერი და ხორციელი თვისებებით არის ტალანტი, რომელიც ღმრთის ნებით ეძლევა თითოეულ ადამიანს. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ სხეულზე და სულზე, მაგრამ უპირატესობას ყოველთვის უნდა ვანიჭებდეთ სულს, რამეთუ ის უკვდავია. სნეულების ჟამს აუცილებელია მივმართოთ ექიმს და ვიმკურნალოთ, მაგრამ უწინერს გვქონდეს სასოება ღმრთისა. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, აგრეთვე, სხეული სიწმიდის დაცვა და მისი წრთობა შრომით. სულიერ სიმრთელეს განვიმტკიცემბთ ღმრთივ სათნო ცხოვრებითა და ნებისყოფის აღზრდით, რათა ღმრთის შემწეობით შევსძლოთ ვისწავლოთ, თუ როგორ შევინარჩუნოთ გულის სიწმინდე და ჭეშმაეიტებისა და ღირსების სიყვარული, როგორ განვერიდოთ ცოდვას, აღვასრულოთ საღმრთო სჯული და ვქმნათ სიკეთე
|
|