ქვეშევრდომთა მოვალეობანი - ციტატები, გამონათქვამები
660. სხვა ქრისტესმოყვარე კაცს ურგები მონა ჰყავდა, რომელიც გაიქცა მისგან, რაღაც დროის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა; იმ კაცმა ბერს, იოანეს ჰკითხა, მიეღო ის თუ არა. როდესაც ბერმა უთხრა არ მიიღოო, მსახური გამოსწორდა, მაგრამ ბატონს მისი გაშვება სურდა და კიდევ ერთხელ გაუგზავნა ბერს ამ საკითხზე შეკითხვა იხილეთ სრულად
555. წერილი ამბობს: „თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ“ (ეკლეს. 10, 4). რას ნიშნავს ეს?
უგუნური და გამოუსწორებელი ხელქვეითი გონიერი და გამოუსწორებელი უფროსი ვერ იქნება.
ადამიანს, რომელსაც უჭირს ქვეშევრდომად ყოფნა, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ადამიანების ხელმძღვანელობა
ის, ვინც არ უსმენს თავისი უფროსის რჩევა-დარიგებებს, არ ასრულებს, ანდა ცუდად ასრულებს ბრძანებას, არ შეიძლება იყოს კარგი უფროსი.
მშვიდობის შვილებს არამშვიდობიან ხელისუფალთანაც შეუძლიათ, მოთმინებით შეინარჩუნონ მშვიდობა.
დამორჩილება უფრო ადვილი იქნება, თუ ნაკლებად ვიფიქრებთ ადამიანზე, რომელსაც ვემორჩილებით, ვიდრე ღმერთზე, რომლის გამოც ვალდებულნი ვართ, ადამიანს დავემორჩილოთ.
თუ დროებითი ხელისუფალი, რომელიც გიბრძანებს, თავისთავად არ იმსახურებს შენს მორჩილებას, ამას იმსახურებს უმაღლესი ხელისუფალი, რომლის სახესაც დროებითი წარმოადგენს.