ღვთისმსახურთა მიმართ - ციტატები, გამონათქვამები
ღვთისმსახურთა მიმართ - ციტატები, გამონათქვამები ღვთისმსახურთა მიმართ, გამონათქვამები
ცოდვების გამო სასულიერო პირს ღვთის წინაშე პასუხი უფრო მკაცრად მოეკითხება, ვიდრე ერისკაცს.
თქვენთვის ვევედრები ღმერთს, თქვენთვის ვტირი, რადგან ჩემი ქრისტესმიერი შვილების სიყვარულისა და მათთვის ტანჯვის გარდა არაფერი ვიცი. თქვენგან კი მხოლოდ ურთიერთსიყვარულს და ერთმანეთის წინაშე დამდაბლებას ვითხოვ.
ღვთის მადლით აღვსილი სასულიერო პირი არასდროს განიკითხავს და დაამცირებს სხვას, მით უმეტეს მღვდელს.
ერისკაცს და მით უმეტეს მღვდელს, რომელსაც არ ძალუძს წყენა აპატიოს და შეურიგდეს მოყვასს, მკაცრად მოჰკითხავს მაცხოვარი.
თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.
სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქადაგებელი; იგი ადამიანებს არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტეს, ეკლესიისა და სახარების გარშემო უნდა კრებდეს.
იღვაწე... რადგან მწყემსების მოვალეობაა თავის გაწირვა იმ ცხვრებისთვის, რომელთა მწყემსვაც იტვირთეს. სამგზის სანატრელნი არიან მწყემსები, რომლებიც კეთილად მწყემსავენ სიტყვიერ ცხვრებს, რადგან მათ ზეცაში დიდი და მარადიული სიმდიდრე ელით!