ღვთის გმობა - ციტატები, გამონათქვამები
ვიდრე ადამიანის სული ღვთისმგმობელი აზრებით, გრძნობებითა და სურვილებითაა მოცული, მას არ შესწევს უნარი, მოისმინოს და მიიღოს ღვთის სიტყვა. უფრო მეტიც, ურწმუნო ადამიანი ყოველნაირად ცდილობს აღმოფხვრას რწმენა იმათგანაც, ვისაც ის აქვს.
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღა... იხილეთ სრულად
თუკი ვინმე უარყოფს ღმერთს, ლანძღავს მას ფიქრებში და მის წინააღმდეგ ლაპარაკობს, ღმერთი ტოვებს იმ ადამიანს, მსგავსად იმ ადამიანისა, სახლის ფანჯრებიდან სინათლის შესვლას რომ აბრკოლებს.
არა მხოლოდ ქვეყნის აღსასრულის წინ აღაღებს პირს ეშმაკი ღმერთის წინააღმდეგ, როგორც წინასწარმეტყველი დანიელი ამბობს (7, 25), არამედ ამჟამადაც აღასრულებს ამას ჩვენი გულისთქმების მეშვეობით. ზოგჯერ თვით ზეცას და ზეციურ მეუფეს, მის ქმნილ... იხილეთ სრულად
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას, მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სულის წმიდის წინააღმდეგ არ მიეტევება მას,... იხილეთ სრულად