ღვთის ძიება - ციტატები, გამონათქვამები
სხეული თუმცა შექმნილია მიწისაგან, ის არა მკვდარი, არამედ ცოცხალი, ცხოველური მშვინვით აღვსილია. სამშვინველში შთაბერილია სული, თავად ღვთის სული, რომლის დანიშნულებაც ის არის, რომ იცოდეს ღმერთი, თაყვანი სცეს, ეძიოს, იგემოს და მთლიანად... იხილეთ სრულად
როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა: მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ.
ნუ იქნებით უმოქმედონი. თავი აიძულეთ, რომ არ დაისაჯოთ, როგორც ისინი, ვინც სჯულს ისმენს და არ ასრულებს. რადგან თუკი ღვთის სიტყვას ეძიებთ, მაშინ ძიება ამ სიტყვის აღსრულების პირობასაც გულისხმობს. მაშ, იღვაწეთ.
ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსებით სურს, ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომ... იხილეთ სრულად
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტი მეცნიერება აუცილებლად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ვერ იძენს ჭეშმარიტ ცოდნას ანუ იმ ცოდნას, რომელიც მას ღმერთთან დააახლოვებს. მოციქული პ... იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არ... იხილეთ სრულად
ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით... იხილეთ სრულად