ვისაც არ შეუძლია თავისი შეხედულების უარყოფა და მხოლოდ საკუთარ სურვილებს არის აყოლილი, მტრობას განიცდის სხვის მიმართ და გაუცხოვებულია იმ სულისაგან, რომელიც სინანულის მშობელია ადამიანში.

ღირსი ესაია ეგვიპტელი - ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
მთელ საღვთო წერილში მე ვხედავ, რომ ღმერთი ადამიანისგან სხვას არაფერს ითხოვს გარდა იმისა, რომ მოყვასთან თვინიერი იყოს, მოიკვეთოს თვითნებობა და ღვთისგან ყოველთვის ითხოვდეს შემწეობას. თვითნებობა ღვთის მტრობაა.
ღვთისმოსავ ადამიანებთან შეგუებაც კი არ შეუძლია თავნება კაცს, რადგან გულში მოუთმენლობა, რისხვა და ჩხუბის სურვილი უტრიალებს. მუდმივად აიძულე თავი დათრგუნო თვითნებობა, რადგან მას ყველა შენი სათნოების განადგურება შეუძლია. საკუთა... იხილეთ სრულად
საკუთარ სნეულებებს მამებთან ნუ დამალავ, რათა მათი რჩევებით განიკურნო. შენს მიძღვართან შეკითხვების დასმას არ მოერიდო. ღვთივგანბრძნობილ მამას თუკი საკუთარ გულისთქმებზე ეკითხები ისევე წარმოადგინე ისინი, როგორც გებრძვიან, მ... იხილეთ სრულად